თბილისის მერიაში მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე აღდენით სამუშაოებთან დაკავშირებით საკორდინაციო შეხვედრა გაიმართა.
თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლები საპროექტო კომპანიისა და ადგილზე სერვისის მიმწოდებელი კომპანიების თანამშრომლებს შეხვდენენ.
შეხვედრაზე სამუშაო არეალის მომზადებისთვის საჭირო საკითხებზე იმსჯელეს. განიხილეს სადენების მოპირდაპირე მხარეს გადატანის საკითხი. ასევე, საპროექტო კომპანიასთან ერთად დაიგეგმა ობიექტზე გასვლა, რათა განისაზღვროს კონკრეტულად რა ფართობი დასჭირდება აღდგენით სამუშაოებს. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ კომპანიებისა და მერიის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე სამუშაობთან დაკავშირებით გაგრძელდება ყოველდღიური კომუნიკაცია.
კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის ავთანდილ სუდაძის თქმით, დღეს დაიწყება ადგილზე გრუნტის გატეგორიის კვლევა, რის შედეგადაც ზუსტად გახდება ცნობილი რა კონცეფციით მოხდება კედლის აღდგენა.
„მიმდიანრეობს მუშაობა კონცეფციაზე, დღეს დაიწყება ბურღვითი სამუშაოები, იმისათვის, რომ გრუნტის კატეგორია გამოვიკვლიოთ. მხოლოდ ამის შემდეგ მას გახდება ზუსტად ცნობილი რა ტიპის კონცეფციით აღვადგენთ კედელს“.
მასალის გამოყენების პირობები






