მერიაში ხეების ფორმირების წესთან დაკავშირებით შემუშავებული დოკუმენტის პროექტი განიხილეს
საზოგადოება - 20:01, 12 Jan, 2015     1743

თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ბიძინა გიორგობიანი, თბილისში, ხეების მოვლა და სხვლა-ფორმირების საკითხთან დაკავშირებით, გარემოს დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ხეების ფორმირების წესთან დაკავშირებით შემუშავებული დოკუმენტის პროექტი განიხილეს, რომლის მიზანია ხეების სიჯანსაღის შენარჩუნება და მათი მდგრადობის ამაღლება. ხეების მოვლისა და სხვლა-ფორმირების წესი განსაზღვრავს, თუ როგორ და რა ვადებში უნდა განხორციელდეს ხეების მოვლა და სხვლა-ფორმირება.

ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის ბიძინა გიორგობიანის თქმით, პროექტის თანახმად, ხეების მოვლისათვის ძირითადად გამოიყენებული უნდა იყოს სხვლა-ფორმირება. ძლიერი ტოტების მთლიანი მოშორება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში იქნება დაშვებული, რაც მინიმუმამდე შეამცირებს ხეების დაზიანების და ხმობის საფრთხეს.

დოკუმენტის პროექტი ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა გერმანიის საერთაშორისო თანამშრობლობის (GIZ) ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით შეიმუშავა.

ახალი წესის დამტკიცების შემთხვევაში, მისი გათვალისწინება და შესრულება სავალდებულო გახდება ყველა იმ კომპანიისთვის, რომელიც ქალაქში მსგავის სახის სამუშაოებს განახორციელებს.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა დადებითად შეაფასეს დოკუმენტის პროექტი და მერიასთან სამომავლო თანამშრომნლობაზე იმსჯელეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42