„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" განცხადება ელბაქიძის აღმართზე მომხდარ ინციდენტზე
საზოგადოება - 19:58, 12 Jan, 2015     1416

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური სამსახურის საავარიო ბრიგადები ისევ ჯავახიშვილის აღმართის N21-ის მიმდებარედ არიან მობილიზებული და წყალსადენის 500 მმ-იანი დაზიანებული მაგისტრალის აღსადგენად, კვალავაც ინტენსიურ ტექნიკურ სამუშაოებს ატარებენ.

ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„დაზიანების სირთულის მიუხედავად, კომპანიამ წყლის მიწოდება უკვე აღუდგინა: ქიაჩელის, ახვლედიანის, საქანელას, უშანგი ჩხეიძისა და მარჯანიშვილის ქუჩებს, ასევე სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიას“.

ჯავახიშვილის აღმართზე სავარაუდო დაზიანების შესახებ შეტყობინება „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცხელმა ხაზმა, დღეს დილით, 08:54 საათზე მიიღო. კომპანიას ჯავახიშვილის აღმართის მაცხოვრებელი დაუკავშირდა და კედლიდან წყლის ჟონვის შესახებ შეტყობინება დაუტოვა. დაზიანების ადგილზე კომპანიის სადიაგნოსტიკო ჯგუფი და საავარიო ბრიგადა, შეტყობინების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ გავიდნენ. ადგილზე გასულმა ჯგუფებმა კედლიდან წყლის მცირე ჟონვა დააფიქსირეს. რაც შეეხება, გზის სავალი ნაწილის ჩავარდნას, ეს ფაქტი მოგვიანებით, უეცრად მოხდა. აღსანიშნავია, რომ კომპანიის ცხელ ხაზზე ჯავახიშვილის აღმართის მაცხოვრებლებისგან დაზიანების თაობაზე შეტყობინება დღეს დილამდე არ დაფიქსირებულა.

ჯავახიშვილის აღმართზე წყალსადენის მაგისტრალზე მომხდარი დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარება გრძელდება. წყალმომარაგების გარეშე, ამჟამად, დარჩენილია მხოლოდ ჯავახიშვილის აღმართის N21-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელსაც წყლის მიწოდებას კომპანია 13 იანვრის დილის 09:00 საათისთვის აღუდგენს“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42