სამგორის რაიონის ხუთ საბავშვო ბაგა-ბაღში დამატებით ახალი ჯგუფები გაიხსნა
საზოგადოება - 18:31, 12 Jan, 2015     1880

სააღმზრდელო წლის მეორე სემესტრი სამგორის რაიონის ხუთ საბავშვო ბაგა-ბაღში ახალი ჯგუფების გახსნით დაიწყო. ექვსი დამატებითი ჯგუფი სამგორის 28-ე, 115-ე, 163-ე, 166-ე 181-ე საბავშვო ბაგა-ბაღებში აუთვისებელი ფართებისა და ამორტიზირებული საცურაო აუზის გარემონტების ხარჯზე მოეწყო. ახალი ჯგუფების დამატების შედეგად 220-მდე პატარამ შეძლო ბაღში დარეგისტრირება და დასაქმდა 30 ადამიანი. ოთახები სრულად აღიჭურვა საჭირო ინვენტარით, ინდივიდუალური სველი წერტილებითა და გასახდელებით, მოეწყო სამზარეულოები.

სამგორის რაიონი ერთ-ერთია, სადაც ყველაზე მწვავე პრობლემა იყო ბავშვების რეგისტრაციისა და ჯგუფების გადატვირთულობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც აღნიშნული პრობლემა ზოგიერთ ბაღში სრულად მოიხსნა.

დამატებითი ჯგუფები თბილისის მერის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ, სამგორის რაიონის გამგებელმა მამუკა ჩოქურმა, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა და სამგორის მაჟორიტარმა დეპუტატმა გულიკო ზუმბაძემ დაათვალიერეს.

დამატებითი ჯგუფების მოწყობა სხვა რაიონებშიც მიმდინარეობს, და მათი ნაწილი 2015 წლის იანვრის ბოლომდე ეტაპობრივად გაიხსნება.

თბილისის საბავშო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თემურ თორდინავას განცხადებით, სააღმზრდელო წლის დაწყებამდე, სააგენტოს ახალმა ადმინისტრაციამ შეისწავლა ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა და სკოლამდელი აღზრდის მომსახურების მიღების მსურველთა მოთხოვნის მაქსიმალურად დაკმაყოფილებისთვის დაიწყო სხავადასხვა ღონისძიებების განხორციელება, პირველ რიგში გაკეთდა კვლევა, რის შემდეგაც გამოიკვეთა პრობლემური რაიონები აღსაზრდელთა რეგისტრაციის მხრივ და ახალი ჯგუფების გახსნა და ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობა ამ ფაქტორის გათვალისწინებით დაიგეგმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42