ელბაქიძის ქუჩაზე გზის დაზიანების მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს
საზოგადოება - 16:03, 12 Jan, 2015     2703

ყოფილი ელბაქიძის ქუჩაზე დაზიანებული გზის მონაკვეთის ექსპერტიზა და გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაწყებულია“, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ შემთხვევის ადგილზე გზის დაზიანებული მონაკვეთის დათვალიერებისას განაცხადა.

ადგილზე მობილიზებულია მერიის კეთილმოწყობის, ზედამხედველობისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები. გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად, თბილისის მერიამ ექსპერტიზის ჩასატარებლად მიმართა შპს „ლაბორატორიას“, რომელმაც შესაბამისი მოქმედებები უკვე დაიწყო.

გზის დაზიანების მიზეზების დადგენის, ტერიტორიის გაწმენდისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების შემდეგ, აღნიშნულ ტერიტორიაზე საყრდენი კედლის მშენებლობა დაიწყება.

„უახლოესი 2-3 თვის განმავლობაში გზა მთლიანად უნდა ჩავკეტოთ, რათა ხიმინჯების ჩასხმა დავიწყოთ, შემდეგ დაიწყება კედლის მშენებლობა, რაც გზის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია. საპროექტო სამუშაოები სწრაფად დაიწყება. თბილისის მერია დღესვე მიმართავს დედაქალაქის საკრებულოს, იმისათვის, რომ მივიღოთ გადაუდებელი სამუშაოების სწრაფად დაწყების თანხმობა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერის თქმით, გზის დაზიანების გამომწვევი მიზეზების დადგენის შემდეგ დამნაშავის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის, ავთანდილ სუდაძის განცხადებით, გზის აღდგენასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა უკვე არსებობს. სუდაძის თქმით, მერიის შესაბამისი სამსახურები სერვისის მიმწოდებელ კომპანიებთან ერთად მუშაობენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42