„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" განცხადება ჯავახიშვილის აღმართზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით
საზოგადოება - 15:58, 12 Jan, 2015     1917
„კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური სამსახურის საავარიო ბრიგადები მობილიზებულია ჯავახიშვილის აღმართის N21-ის მიმდებარედ, სადაც დღეს დილით, გზის სავალი ნაწილი ჩაინგრა. საავტომობილო გზის მარჯვენა მხარის უეცრად მოწყვეტის შედეგად, დაზიანდა წყალსადენის 500 მმ-იანი მაგისტრალური მილი. ამჟამად, კომპანიის საავარიო ბრიგადები დაზიანებული მაგისტრალის აღსადგენად, გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ატარებენ. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა, წყალსადენის შესაბამისი ქსელების წყლისგან დაცლის მიზნით კი, გადაკეტილია წყალმომარაგება.

ჯავახიშვილის აღმართზე გზის სავალი ნაწილი, დღეს დილით, უეცრად ჩაინგრა. აღნიშნულის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცხელ ხაზზე შეტყობინების შესვლისთანავე, კომპანიის საავარიო ბრიგადები შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ. ჯავახიშვილის აღმართის აღნიშნული მონაკვეთიდან, კომპანიის ცხელ ხაზზე დაზიანების თაობაზე შეტყობინება დღეს დილამდე არ დაფიქსირებულა.

ჯავახიშვილის აღმართზე დაზიანებული წყლის მილის აღდგენითი სამუშაოები ამ დროისთვის ინტენსიურად მიმდინარეობს. დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს:

ჯავახიშვილის აღმართს, ქიჩელის, ახვლედიანის, საქანელას, უშანგი ჩხეიძის ქუჩებს, ასევე მარჯანიშვილისა და საქანელას ქუჩების მცირე ნაწილს და სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიას“.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შეეცდება მაქსიმალურად სრაფად დაასრულოს სამუშაოები და ჩამოთვლილ ქუჩებს წყალმომარაგება აღუდგინოს. წყალმომარაგების აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დამატებით გაცნობებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42