"RMG Gold"-სთვის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება „ორჰუსის კონვენციას" ეწინააღმდეგება"
საზოგადოება - 15:15, 12 Jan, 2015     1434

"RMG Gold"-ისათვის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების ფორსირებულად და დროის მცირე მონაკვეთში მიღება ეწინაღმდეგება „ორჰუსის კონვენციის“ სულისკვეთებას“, - ამის შესახებ საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქამი.

მათი ინფორმაციით, აღნიშნული კონვენციის თანახმად, სახელმწიფოს ეკისრება პირდაპირი ვალდებულება, რომ მსგავს საკითხზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული საზოგადოების ეფექტური ჩართულობა და მონაწილეობა უზრუნველყოს.

„შპს "RMG Gold"-ს ლიცენზიის მოქმედების ვადის 5 წლით გაგრძელება ავტომატურად არ ანიჭებს უფლებას, რომ საყდრისი-ყაჩაღიანში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოები აწარმოოს, რადგანაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 მაისის განჩინების თანახმად, კომპანიას შეჩერებული აქვს საყდრისი-ყაჩაღიანში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოების უფლება.

2. მნიშნველოვანია ისიც, რომ 2014 წლის 23 დეკემბერს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ "RMG Gold"-ს ლიზენციის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე იმ მოტივით უთხრა უარი, რომ არ არსებობდა სათანადო სამართლებრივი მექანიზმი უკვე გაცემული სხვა ლიცენზიის ამოქმედების ვადის კიდევ ერთხელ გადავადებაზე. სანაცვლოდ, 29 დეკემბერს კომპანიამ კიდევ ერთხელ წარადგინა განცხადება და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება ითხოვა. შედეგად, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, 2015 წლის 6 იანვარს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, "RMG Gold"-ს საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე ლიცენზიის მოქმედების ვადა 5 წლით გაუგრძელდა.

მოცემული შემთხვევა მიუთითებს, რომ 2014 წლის 29 დეკემბრიდან 2015 წლის 6 იანვრამდე პერიოდში, მაღალი ალბათობით ადგილი ჰქონდა არსებული სამართლებრივი რეგულაციების იმგვარ ცვლილებას, რაც შესაძლებელს გახდიდა "RMG Gold"-ის მოთხოვნების დაკმაყოფილებას. საია, სამართლებრივი რეგულაციების კონკრეტული კომპანიის ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით ცვლილებას, ცალსახად უარყოფითად აფასებს.

3. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 2014 წლის 31 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს კ.კ-ს და გ.გ-ს უარი უთხრა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე. წარდგენილი საჩივრით, მოქალაქეები სამინისტროსაგან იმ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას ითხოვდნენ,რომლის მიხედვითაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ თავდაპირველად საყდრისი-ყაჩაღიანისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნა განახორციელა, ხოლო შემდგომ არქეოლოგიური ობიექტის დაშლა (აღების) მიზნით კომპანია „RMG Gold”-ს შესაბამისი თანხმობა განუცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ, საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით წარმოებულ არაერთ დავაში დაადასტურა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ზემოთ აღნიშნული პოზიციის უკანონობა, სამწუხაროდ, სამინისტრო კვლავაც აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს უფლება არ აქვთ იდავონ კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ამით იგნორირებას უკეთებს სასამართლოს პოზიციას.

4. ხანგრძლივი სასამართლო დავის შემდეგ საიასთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, 2014 წლის 14 თებერვალს დაიწყო გამოძიება საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

ამ დრომდე უცნობი რჩება, თუ რატომ მიმდინარეობს საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ საყდრისი-ყაჩაღიანის, როგორც არქეოლოგიური ობიექტის დაზიანების ფაქტზე გამოძიება, მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნიშნებით (სსკ მუხლი 332), მაშინ როდესაც მთავარ პროკურატურაში წარდგენილი არაერთი მტკიცებულებითცალსახად არის დადასტურებულიარქეოლოგიური ობიექტის დაზიანების ფაქტი (სსკ მუხლი 2591).

საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით გვსურს აღვნიშნოთ ისიც, რომ კ.კ-ს და გ.გ-ს კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, მიმდინარე კვირაში საია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უკანონო გადაწყვეტილებებს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასააჩივრებს. გარდა ამისა, საია აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მოქალაქეების და საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით მიღებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ. ხოლო, უახლოეს მომავალში საზოგადოებას წარუდგენს ახალ კვლევას, რომელიც საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს ირგვლივ ბოლო თვეებში განვითარებულ მოვლენებს ეხება“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42