თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისების წესი მარტივდება
საზოგადოება - 13:29, 12 Jan, 2015     1588

თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისების წესი მარტივდება და მოქალაქეთა ინტერესებზე მორგებული ხდება.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ,,ქონების მართვის სააგენტო“ პირველ ინტერნეტ აუქციონს დღეს - 12 იანვარს იწყებს. აუქციონზე საკუთრების უფლების ფორმით გასასხვისებლად 58 ერთეული ლოტია გამოტალი.

ცვლილების მიხედვით, თუ აქამდე აუქციონი მხოლოდ ერთ დღიანი იყო, ამიერიდან ის რამდენიმე დღეს გასტანს. დაინტერესებულ პირს შეეძლება, ვაჭრობა აუქციონის გამოცხადების პირველივე დღეს დაიწყოს და აუქციონის ვადის ამოწურვამდე ივაჭროს. აუქციონის ვადას ყოველ კონკრეტულ აუქციონზე თბილისის მთავრობა განსაზღვრავს და 5-დან 45 დღემდე გასტანს. კანონმდებლობაში ცვლილების შესვლამდე, აუქციონზე განაცხადის შეტანის ვადა ქ. თბილისის მთავრობის მიერ უძრავ ქონებაზე არანაკლებ 15 დღის, ხოლო მოძრავი ქონების/წილის შემთხვევაში - არანაკლებ 5 დღის ვადით განისაზღვრებოდა.

გრძელვადიანი პერიოდი მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, თვალყური ადევნოს ვაჭრობის პროცესს და მხოლოდ ერთ დღეზე არ იყოს დამოკიდებული. იყო შემთხვევები, როდესაც განაცხადის შემოტანის შემდეგ, ვაჭრობის დღეს, გარკვეული მიზეზების გამო, მსურველები ვეღარ იღებდნენ აუქციონში მონაწილეობას. ახლა, როდესაც ვაჭრობის პროცესი გახანგრძლივდა, მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეეძლება ვაჭრობაში ჩართვა. დაინტერესებულ პირს შეუძლია შევიდეს საიტზე: www.iauction.ge, აირჩიოს მისთვის სასურველი ლოტი და ჩაერთოს ინტერნეტ-აუქციონში.

უძრავი ქონების საწყის საპრივატიზებო ფასს, დამოუკიდებელი აუდიტის მიერ დადგენილი ფასის მიხედვით, ამტკიცებს საკრებულო.

გარდა ამისა, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიხედვით, შეიცვალა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისების ფორმებიც. „ქონების მართვის სააგენტოს“ უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით გასხვისების უფლება აღარ აქვს. სააგენტო უძრავ ქონებას მხოლოდ ინტერნეტ-აუქციონის წესით გაასხვისებს.

კოდექსის ამოქმედების შემდგომ საჭირო გახდა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ აუქციონის ჩატარების წესის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა. მუნიციპალური ქონების აუქციონის ფორმით განკარგვა მას შემდეგ განახლდა, რაც აღნიშნული წესები „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან“ შესაბამისობაში მოვიდა.

აუქციონის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ვებ-გვერდზე: www.iauction.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42