უპრეცედენტო მონაცემები ქართულ ტელესივრცეში „ნიჭიერის“ facebook გვერდმა 300 ათასზე მეტი მოწონება დააგროვა. მსგავსი მონაცემები არცერთ გადაცემას ქართულ ტელესივრცეში არ ჰქონია.
პოსტები, ფოტოები, ვიდეოები, კონცერტის სამზადისის, რეპეტიციებისა და კულისების მუდმივად განახლებადი კადრები - ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ნიჭიერმა ქართული ტელეგადაცემების facebook გვერდების მოწონების ყველა რეკორდი მოხსნა.
ყოველ შაბათ-კვირას ნიჭიერის facebook გვერდზე მეგა შოუზე დასასწრები მოსაწვევები თამაშდება.
13 იანვარს, ძველით ახალ წელს რუსთავი 2-ზე საუკეთესოთა შორის 12 საუკეთესო კონკურსანტი თბილისის დიდი საკონცერო დარბაზის სცენაზე გამოვა. მათი სამზადისისა და კულისებს მიღმა განცდების ამსახველი კადრები კი მხოლოდ მეგა შოუს facebook გვერდზე გამოქვეყნდება.
წყარო: http://rustavi2.com/
მასალის გამოყენების პირობები






