IPM-ის კველვა: მთავრობის საქმიანობის რეიტინგმა ყველა სფეროში იკლო
საზოგადოება - 09:40, 12 Jan, 2015     2018
კომპანია „აიფიემ კვლევებმა“ მთავრობის წარმატების ინდექსის კვლევა ჩაატარა, კვლევის მეექსვე ტალღა, რომელიც 2014 წლის დეკემბერში ჩატარდა მოიცავდა მთავრობის საქმიანობის შეფასებას ყველა სფეროში. როგორია მოსახლეობის შეფასება, რამდენად კმაყოფილია ის მთავრობის საქმიანობით და ელის თუ არა მომავალში პოზიტივს.

,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ კომპნიის მიერ მოწოდებული კვლევის შედეგებს.

კომპანია „აიფიემ კვლევები“აგრძელებს “მთავრობის წარმატების ინდექსის კვლევას, პროექტი არის უწყვეტი, ხოლო კვლევის შედეგები გამოქვეყნდება ყოველთვიურად. კვლევის მიზანს წარმოადგენს მოსახლეობის მიერ მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების წარმატების შეფასება, შესაბამისად კვლევის სახელწოდებაა GSI (government success index- მთავრობის წარმატების ინდექსი),

კვლევის ფარგლებში მოხდება მთავრობის საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროების მიმართ მოსახლეობის განწყობისა და მოლოდინების შეფასება, რის შედეგადაც ითვლება 3 ტიპის ინდექსი:

• მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი

• წარმატების მოლოდინის ინდექსი

• მთავრობის საქმიანობის რეიტინგი

კვლევის მეექვსე ტალღა ჩატარდა დეკემბრის თვეში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა თბილისის მოსახლეობა: 600 რესპონდენტი, რომელთა ასაკიც იყო 18+. რესპონდენტებს დაესვათ კითხვა მთავრობის საქმიანობის შემდეგ სფეროებთან დაკავშირებით:

• ჯანდაცვის სფერო;

• განათლება და მეცნიერება;

• ეკონომიკური საქმიანობა;

• დასაქმება;

• სოციალურად დაუცველებზე ზრუნვა (მათ შორის პენსიონერებზე);

• საგარეო ურთიერთობები;

• ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოება, ჯარი;

• პოლიცია;

• ადამიანის უფლებები;

• მთავრობის დამოკიდებულება ხალხისადმი;

მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი–გამოხატავს საზოგადოების დამოკიდებულებას ამა თუ იმ სფეროში, ერთი თვის განმავლობაში, განხორციელებული ნაბიჯების მიმართ. ინდექსი დამოკიდებულია, თითოეულს ფეროში, დადებითი და უარყოფითი პასუხების პროპორციაზე. მნიშვნელობას იღებს -100-დან +100-მდე;

წარმატების მოლოდინის ინდექსი–გამოხატავს საზოგადოების მოლოდინს ამა თუ იმ სფეროში მთავრობის მიერ განხორციელებული ნაბიჯების შედეგების მიმართ. ეს ინდექსი ასევე დამოკიდებულია თითოეულ სფეროში დადებითი და ნეგატიური პასუხების პროპორციაზე. მნიშვნელობას იღებს -100–დან +100–მდე;

მთავრობის საქმიანობის რეიტინგი–ორი ინდექსის კრებითი ინდექსი, რომელიც გამოხატავს თუ რამდენად კმაყოფილია საზოგადოება მთავრობის მიმდინარე მუშაობით და რამდენად ენდობა მას მომავალში. მნიშვნელობას იღებს 0–დან 100–მდე;

2014 წლის დეკემბერში მთავრობის საქმიანობის რეიტინგმა, ყველა სფეროში, დაიკლო

ქვემოთ მოცემულია 2014 წლის დეკემბრის მთავრობის საქმიანობის მიმდინარე ეფექტურობის (1), წარამატების მოლოდინის (ინდექსები და მთავრობის საქმიაონობის რეიტინგის) მნიშვნელობები. განსხვავებით ოქტომბრის თვისა, მთავრობის საქმიანობის სარეიტინგო მაჩვენებელი იკლებს ყველას ფეროში.

დეკემბრის მონაცემებით, თბილისში ჩატარებული მოსახლეობის გამოკითხვის (600 ზრდასრული რესპოდენტი) შედეგად ჩანს, რომ ჯანდაცვის სფეროს მიმდინარე ეფექტურობის ინდექსი ისევ იზრდება, და 24%-ს უტოლდება. განათლების სფერო ისევ იკლებს და ნულოვან ნიშნულზე შეჩერდა, დაიკლო დასაქმების, საგარეო ურთიერთობების ინდექსებმაც, ისევე როგორც ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩატარებული საქმიანობების სფერომ, თუმცა გაიზარდა პოლიციისა და ადამიანის უფლებების ინდექსები.

2014 წლის ბოლო სამი თვის შედარებითი გრაფიკი

მნიშვნელოვნად უარესდება წარმატების მოლოდინის ინდექსი, რაც ნიშნავს, რომ გამოკითხულთა სულ უფრო ნაკლები რაოდენობა არის დარწმუნებული, რომ მთავრობის საქმიანობა მომავალში პოზიტიურ შედეგებს მოიტანს. ქვემოთ გრაფიკზე ჩანს, რომ უკლებლივ ყველა ინდექსი ვარდება, თითქმის პროპორციულად ყოველი საქმიანობისადმი.

როგორც უკვე მკითხველისთვის ცობილია, მაღლა მოცემული ორი ინდექსის ბაზაზე (საქმიანობის მიმდინარე ეფექტურობისა და წარმატების მოლოდინის ინდექსები) ფორმირდება მთავრობის საქმინობის რეიტინგი, რომლის მაჩვენებლები, თვეების მიხედვით, ქვემოთაა მოცემული

როგორც გრაფიკზე ვხედავთ, მთავრობის საქმიანობის რეიტინგიმა ქსიმალურ მნიშვნელობას ჯანდაცვის სფეროში აღწევს (17%), ხოლო მინიმალურს დასაქმებაში (3%).

მთავრობის საქმიანობის რეიტინგის ინდექსის მნიშვნელობების დინამიკა, თვეების მიხდვით, ქვემოთაა მოცემული, სადაც ნათლად ჩანს, რომ 2014 წლის ოქტომბერში პრაქტიკულად ყველა საქმიანობა, გარდა საგარეო ურთიერთობებისა, მატებით ხასიათდებოდა, როცა დეკემბერმა საპირისპირო შედეგი მოგვცა, ყველა საქმიანობის რეიტინგმა იკლო.

GS Index - მთავრობის საქმიანობის რეიტინგის დინამიკა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42