რელიგიური საბჭოს მოწოდება რელიგიურ ლიდერებს: ,,ხმა ავიმაღლოთ ტერორიზმთან ბრძოლაში“
საზოგადოება - 17:48, 11 Jan, 2015     926
პარიზში განხორციელებულ ტერაქტებს ეხმაურება სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო. საბჭოს წევრები სამძმარს უცხადებენ სატირულ ჟურნალ "შარლი ებდო"-ზე განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპული ადამიანების ოჯახებს და აცხადებენ, რომ ტერორიზმი თანამედროვე მსოფლიოს უსასტიკესი დანაშულია, განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ განსაკუთრებით შემაძრწუნებელია რომ ტერორს, ხშირად, რელიგიის სახელით და თითქოს-და რელიგიური გრძნობების დასაცავად ახორციელებენ.

"სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრები, გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას პარიზში, ჟურნალ „შარლი ებდო“-ზე განხორციელებლი ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო, ვუსამძიმრებთ და სოლიდარობას ვუცხადებთ ფრანგ ხალხს და ამ ტრაგედიით შეძრულ ყველა ადამიანს.

ტერორიზმი თანამედროვე მსოფლიოს უსასტიკესი დანაშულია, რომელიც ამ ქვეყნად ყველაზე ძვირფასის - სიცოცხლისა და ადამიანურობის მოსპობისკენაა მიმართული. განსაკუთრებით შემაძრწუნებელია რომ ტერორს, ხშირად, რელიგიის სახელით და თითქოს-და რელიგიური გრძნობების დასაცავად ახორციელებენ.

გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ: სიმართლე ისაა, რომ რელიგიური ნიშნით ტერორიზმი და ძალადობა სხვების გარდა, თავად იმ რელიგიებისა და მათი მშვიდობიანი მიმდევრების წინააღმდეგაა მიმართული, რომელთა სახელითაც სჩადიან ტერორის ცოდვას, ტერორის დანაშაულს.

დღეს, ზედმიწევნით ვაცნობიერებთ, რომ ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ, რათა ზუსტად და მკაფიოდ იყოს განმარტებული და წარმოჩენილი, რომ რელიგია არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს გამოყენებული განსხვავებული ადამიანის წინააღმდეგ შეუწყნარებლობის, ექსტრემიზმისა და ტერორიზმის საფუძვლად;

ვაცნობიერებთ, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დაუშვებელია, თუმცა ჩვენთვის მიუღებელია რელიგიური თემატიკისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, უხამსობისა და მკრეხელური შიაანრსის შემცველი მასალების პუბლიკაცია.

გამოხატვის შეზღუდვით თითოეულ ჩვენგანს მოაკლდება სწორედ ის, რის გამოც ფასეულია ადამიანი - თავისუფლება. ყველა დიდი რელიგიის სათავე სწორედ თავისუფლებაში, თავისუფალ არჩევანშია.

ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა უმკაცრესად, რეალურად, საქმით იყოს დაგმობილი და აღკვეთილი ნებისმიერი ძალადობა განსხვავებული აზრის, სიტყვის, გამოხატვის თავისუფლების, რელიგიის, მრწამსის თუ მსოფლმხედველობის წინააღმდეგ.

და ბოლოს, გვინდა მოვუწოდოთ რელიგიურ ლიდერებს და ყველა კეთილი ნების ადამიანს, - ხმა ავიმაღლოთ და გავერთიანდეთ ექსტრემიზმთან, შეუწყნარელბლობასთან, ტერორიზმთან ბრძოლაში. დუმილი და გულგრილობა ყველაზე მეტად ასაზრდოებს ძალადობას."- ნათქვამია რელიგიათა საბჭოს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42