დავით ნარმანიამ მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობა დაათვალიერა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:41, 11 Jan, 2015     1896

დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, დედაქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის უფროს ავთანდილ სუდაძესთან ერთად, სოფელ დიდ ლილოში მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობა დაათვალიერა.

პროექტის მიხედვით, საცხოვრისისთვის აშენდება ერთსართულიანი შენობა, სადაც განთავსდება საძინებლები, სამრეცხაო, სველი წერტილები, სასადილო ოთახი, მედპუნქტი, სტაციონარი, ფსიქოლოგის კაბინეტი. საცხოვრებელ კომპლექსში მოეწყობა შიდა და გარე კანალიზაციისა და წყალსადენის ქსელები; დამონტაჟდება ელექტროენერგია, შიდა გათბობა, ვენტილაცია. თავშესაფარი უზრუნველყოფილი იქნება გაზმომარაგებით, ხანძარსაქრობითა და საქვაბით. პროექტით გათვალისწინებულია თავშესაფრის შიდა ეზოს კეთილმოწყობაც. კომპლექსს ეყოლება დაცვა და ადაპტირებული იქნება შშმ პირებისათვის.

თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, მშენებლობის ტემპი საკმაოდ მაღალია და ბენეფიციარებს ნორმალური არსებობისთვის საჭირო ყველა პირობა ექნებათ. „მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ მიიღო სპეციალური სტანდარტები, თუ როგორი უნდა იყოს მიუსაფართა თავშესაფარი, ჩევნ ავიღეთ ვალდებულება და დავიწყეთ კაპიტალური მშენებლობა. მშენებლობის ტემპი საკმაოდ ინტენსიურია და რამდენიმე თვეში, მშენებლობის დასრულებისთანავე, ბენეფიციარებს ახალ კომპლექსში გადავიყვანთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის ავთანდილ სუდაძის თქმით, თავშესაფარი 240 ბენეფიციარზეა გათვლილი და მის მშენებლობაზე 1 600 000 ლარი დაიხარჯება. „პროექტით გათვალისწინებულია ყველა პირობა - კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ოთახები, სასადილო, სამედიცინო პუნქტი, დამხმარე სათავსოები, რაც ბენეფიციარებს საცხოვრებლად კარგ გარემოს შეუქმნის. თავშესაფარი შეიღობება, რომ უცხო პირები, ადგილობრივი დაცვის გარეშე, ვერ მოხვდნენ შიგნით“, - განაცხადა ავთანდილ სუდაძემ.

თავშესაფრის მშენებლობა 2014 წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყო და 2015 წლის ივლისში დასრულდება. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „RSP 40“ 24 საათიან რეჟიმში აწარმოებს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42