გავლენიანი ე.წ. „თურქული“ კლანის მეგრელებიდან, რომლებიც ბოლო პერიოდში განსაზღვრავენ ე.წ. „დედოვსკი კლანის“ პოლიტიკას, და რომელთაც ყველაზე მეტი პრეტენზია გააჩნია მოწინააღმდეგეთა მიმართ, მხოლოდ გია ელარჯია იყო ჩამოსული. ამ კლანის უგვირგვინო ლიდერი მერაბ მზარელუა და მისი განუყოფელი კომპანიონი როლანდ შლიაპა გზაში შეფერხდნენ. არ ჩამოვიდნენ ასევე მხცოვნების კლანის გავლენიეანი „მოსკოველი თბილისელები“ რობინზონ არაბული, პაატა „მალენკი“ და გია დანელია.
ყველაზე საპატიო მიზეზი ამ სხდომაზე გამოუცხადებლობისა ჰქონდა მხცოვანთ კლანის მთავარ სლავ წარმომადგენელს პიჩუგას, რომლის ძმამაც 5 იანვარს თავი მოიკლა. ვასია „ვოსკრესი“ კი მხოლოდ საღამოს გამოცხადდა სხდომაზე, წინასწარ იცოდა რა რომ სხდომა ჩაიშლებოდა. ყველაფერი 6 იანვრის ღამეს დასრულდა და ერევნიდან ბოლოს, სტეპან მურმანსკისა და ჩებურაშკას შემდეგ. შაქრო, შიუშკანი და მირიჩი გაემგზავრნენ.
მნიშვნელოვანი სიახლე მხოლოდ ის გახლდათ, რომ დადასტურებულ იქნა ადრე მიღებული გადაწყვეტილება, მოხდეს 2008 წლის შემდეგ „ნაკურთხი“ ქურდების „ხელახალი რეგისტრაცია“. როგორც ცნობილია, ასეთი დაახლოებით ასი ქურდია. მათ მოუწევთ ჩავიდნენ მოსკოვში და დაიცან საკუთარი „ტიტული“. მიზეზი - მიუხედავად იმისა რომ ბევრი მათგანი ღირსეულია, ისინი ურთიერთდაპირისპირების პერიოდში იყვნენ დასახელებული ქურდებად და მათი უფლებამოსილების ცნობის საკითხი ეჭვქვეშ დგას.
აქვე არ შეიძლება არ აღინიშნის დათო კუვალდასა (თენგიზ ოზმანოვი) და გურამ კვეჟოვიჩი (გურამ ჩიხლაძე) შორის მომხდარი დაპირისპირება. როგორც იტყობინებიან, კუვალდამ ვერ მოითმინა გურამის მიერ მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფა და თავისი მეტსახელის შესაბამისი ფიზიკური პასუხი გასცა მას. ქურდები სასწრაფოდ გააშველეს.
ქურდული სამყაროსათვის საიმედო ტენდენცია ისაა, რომ კვლავაც გრძელდება მცდელობა დაპირისპირებული კლანების გაერთიანებისა. როგორც ჩანს ქურდები უახლოეს მომავალში კვლავ შეიკრიბებიან „წყნარ ადგილას“ და ახლა მაინც მოხდება ყველა ავტორიტეტის დასწრების უზრუნველყოფა.
მასალის გამოყენების პირობები






