გიორგი ხაბურზანია, გენერალური პროდიუსერი: ამ დონის ფინალი არცერთ შოუში ყოფილა - შინაარსობრივად, მუსიკალურად, ქორეოგრაფიულად, უმაღლესი ხარისხის შოუ იქნება. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ”რუსთავი2”-მა შეძლო ქვეყანაში შოუს სტანდარტის ამაღლება. ამაყი ვარ იმითაც, რომ ”ნიჭიერი” არის გადაცემა, რომელიც ამდენი სეზონია, ბევრ ადამიანს აძლევს ნიჭის გამოვლენისა და განვითარების საშუალებას. ეს ამ პროექტის მთავარი დანიშნულებაა.
გევორქ პეტროსიანი, ფინალისტი:
ჩემი კონკურენტების ნომრები ძალიან მომწონს. ვაღიარებ, რომ უდიდესი შრომა აქვს ყოველ მათგანს ჩადებული თავის სანახაობაში. ეს პროექტი უდიდესი გამოცდაა ჩემთვის. რეალური შანსები მაქვს, თუმცა ამ კონკურენციის პირობებში არაფერია გამორიცხული. ნებისმიერი ჩვენგანი სეიძლება გახდეს ხალხის რჩეული. საერთოდ, ჩემი გამოსვლა ”ნიჭიერის” ფინალში უკვე გამარჯვებაა. რაც უნდა მოხდეს, ასე ვიფიქრებ და დეპრესია აღარ მექნება.
გიორგი გოგობერიშვილი, ფინალისტი:
ძალიან ექსტრემალური იქნება ჩემი ნომერი, იმაზე მეტად, ვიდრე ნახევარფინალში წარმოვადგინე. რაც მთავარია, შოუ იმითაც იქნება გაცილებით ლამაზი, რომ ჩემს გვერდით სცენაზე ერთი გოგონაც წარსდგება. ფინალისთვის დედასაც ველოდები, წლებია, საზღვარგარეთ მუშაობს. მისი ჩამოსვლა და აქ გულშემატკივრობა ჩემთვის გაცილებით დიდი სტიმული იქნება. სტიმულია ამდენი ხალხის მხარდაჭერაც. ნამდვილად არ ველოდი, რომ ხალხის რჩეული გავხდებოდი, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყოველი მათგანის იმედი გავამართლო.
მასალის გამოყენების პირობები