ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი „ნიუ იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებულ მასალას ეხმაურება, სადაც 52 საუკეთესო სამოგზაურო ქვეყნებს შორის საქართველო 25-ე ადგილზეა.
ქუმსიაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული სტატია საქართველოს ტურიზმს პოპულარიზაციას გაუწევს.
„სასიხარულოა, რომ თვითონ სტატიაში ტურისტული ადგილებია მითითებული. "ნიუ იორკ თაიმსის" პრესტიჟულობა ყველასთვის კარგად ცნობილია. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ეს სტატია პოპულარიზაციას გაუწევს ჩვენს ქვეყანას და მის ტურიზმს. შესაბამისად, 2015 წელს ტურისტების რაოდენობა განსაკუთრებით გაიზრდება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
New York Times-ი სამოგზაუროდ სასურველი ქვეყნების და ადგილების სიას აქვეყნებს. მათ შორის საქართველოს მოხდა, რომელმაც 52 სასურველ ადგილს შორის 25-ე ადგილი დაიკავა.
ავტორის წერს, რომ საქართველოში ყველაზე გრძელი და უწყვეტი ღვინის ტრადიციაა. იგი განსაკუთრებით გამოყოფს ამ მხრივ კახეთს და წერს, რომ საქართველოს ეს მხარე ღვინოსთან ერთად ტრადიციული ქართული კერძებითაც გამოირჩევა.
მასალის გამოყენების პირობები






