გუდაურში მოქმედ საკოორდინაციო შტაბში დღის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა
საზოგადოება - 18:48, 10 Jan, 2015     1841
თათბირზე დიდთოვლობასთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, კრიზისული სიტუაციების მართვის ოპერატიული ცენტრის დირექტორმა გიორგი ღიბრაძემ თათბირზე შესრულებული სამუშაოები შეაფასა:

„6 იანვრიდან მიმდინარეობს კოორდინირებული მუშაობა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ფორმატში.

უამინდობით გამოწვეული მდგომარეობის ლიკვიდაციის ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდა სამაშველო ოპერაციები ნინოწმინდაში, გუდაურსა და ბაკურიანში, რის შედეგადაც რამდენიმე ასეული ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა.

ჯვრის უღელტეხილიდან კობამდე მონაკვეთზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეცტექნიკა გზის გამწმენდ სამუშაოებს მთელი დღის განმავლობაში აწარმოებდა, სამუშაოები დილიდან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მონიტორინგის შესაბამისი დასკვნის შემდეგ განახლდება.

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა 10-ზე მეტი რეისი განახორციელა და დაბა სტეფანწმინდიდან 500-ზე მეტი ტურისტი და მგზავრი ანანურში გადმოაფრინა. ყაზბეგში ჩარჩენილი მოქალაქეების გამოსაყვანად პირველი ფრენა გუშინ შესრულდა.

ხორციელდება გზებზე დარჩენილი სატვირთო ავტომობილების მძღოლების მომარაგება საკვები პროდუქტებითა და საწვავით.

რაც შეეხება გზებზე არსებულ ვითარებას, ამ მომენტისთვის გარდა გუდაური-კობის მონაკვეთისა ყველა მაგისტრალი გახსნილია, მხოლოდ ზოგიერთ მონაკვეთებზე მოქმედებს უამინდობასთან დაკავშირებული სპეციალური რეჟიმი“

საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ: შინაგან საქმეთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ენერგეტიკის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, დადებითად შეფასდაის კომპლექსური ღონისძიებები, რომლებიც უწყებებმა კოორდინირებულად განახორციელეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42