თაღლითი რევაზ თურმანიძე და ეგვიპტეში საფრთხეს გადარჩენილი ქართველები
საზოგადოება - 16:23, 10 Jan, 2015     8660

მინდა გაგიზიაროთ ჩემი ნეგატიური სამოგზაურო გამოცდილება, რომ თქვენც არ გადაეყაროთ ამ აფერისტ ადამიანს და კომპანიას! ეს არის რეზო (რევაზ თურმანიძე - აქვე ვდებ ფოტოს) “ - ასე იწყება ია ბუკიას პოსტი ფეისბუქზე, ტურისტული კომპანიის მიერ დაზარალებული კომპანიასა და მის შეფს თაღლითობაში ამხელს.

ია ბუკია: „კომპანია RestHorizon.com Swoop-ზე შევიძინე ვაუჩერი (https://www.swoop.ge/offers/85372), რომლითაც ვითომ იაფად ვიყიდე ეგვიპტის საახალწლო საგზური, რომელშიც შედიოდა 4 ღამის კლუბის ბილეთი.

პირველი ეჭვი მაშინ გამიჩნდა, როდესაც თანხის გადასახდელად მისულს არავინ არ დამხვდა ოფისში და შემდეგ უკვე 3 დღე ვიხვეწებოდი ჩემი კუთვნილი ვაუჩერი გამოეგზავნათ მეილზე. გაფრენის დღე რომ დადგა მივედით აეროპორტში და აღმოჩნდა, რომ თურმე ჩვენი ფრენის ფული არ არის გადახდილი და რეზო როგორც ყოველთვის არ გამოდის კონტაქტზე. ჩვენს მდგომარეობაში იყო 94 მგზავრი (50 მათგანი ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან - სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან).

რა თქმა უნდა ვერსად ვერ გავფრინდით! ჩვენს შორის აღმოჩნდა ერთი ყოჩაღი ქალბატონი ნინო, რომელსაც ჰქონდა რეზოს პირადი მონაცემები, დარეკა პარტულში და ინფორმაცია გადასცა სასაზღვრო პოლიციას, რომ რეზოს არ დაეტოვებინა საზღვარი. ნუ ამასობაში ყველანი ერთად მივედით კომპანიის ოფისში, რეზო ჯერ იძხდა საერთოდ ვერ გაფრინდებითო, მერე ფულს დაგიბრუნებთო (არადა არ ჰქონდა ხელთ ჩვენთვის დასაბრუნებელი ფული), მერე თქვა ხვალ დილით ეგვიპტიდან ფულით ჩამოფრინდება კომპანიის სხვა წარმომადგენელი და ის ჩამოიტანს ფულსო და ბოლოს პოლიციის ჩარევის შემდეგ თქვა, რომ რადგან დღეს კვირაა ვერ მოვასწარი გადახდა და ხვალ დილით 10-ზე მოგვარებული იქნება ყველაფერი და ჩარტერული რეისით გაფრინდებითო.

მეორე დღეს, დილიდან ყველანი ვურეკავდით, მაგრამ ტრადიციულად არ გამოდიოდა კონტაქტზე. ბოლოს დაგვაიმედა რომ გავფრინდებოდით და 2 საათზე დაგვიბარა აეროპორტში. მისულებს იგივე მდგომარეობა დაგვხვდა, არც ფული იყო გადახდილი და არც მგზავრთა სია გადაგზავნილი. 2 საათიანი ლოდინის შემდეგ როგორც იქნა მოგვარდა ყველაფერი და გავფრინდით. რეზოც ჩვენთან ერთად მოფრინავდა, როგორც აღმოჩნდა ეგვიპტეში ცხოვრობს, რამაც დაგვაიმედა. ჩვენი კლუბის ბილეთები კი აეროპორტში უნდა დაეხვედრებინა მათ წარმომადგენელს, რომელიც რა თქმა უნდა არ დაგვხვდა და რეზო შეგვპირდა, რომ სასტუმროში მოგვიტანდნენ ამ ბილეთებს. რა თქმა უნდა არც სასტუმროში არ მოგვიტანა არავინ და დღეში 10-ჯერ ვრეკავდით ჩემს ხელთ არსებულ კომპანიის ნომრებზე, რომ ვინმეს მოექცია ყურადღება...

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ისეთ დროს და ისეთი თანმიმდევრობით მომიტანეს ეს ბილეთები (სათითაოდ სუყველა), რომ ერთ კლუბში საერთოდ ვერ წავედით! პლუს ამ ყველაფერს 60$-ს გვახდევინებდა კაცზე დამატებით გალა ვახშამში, რომელზეც სასტუმრომ დაგვპატიჟა და სასტუმროს წარმომადგენელი გვეუბნებოდა რომ ვახშამი უფასო იყო და ფასში შედიოდა, რეზო კი მაინც ჯიუტად გვთხოვდა ამ თანხას (რომელიც რა თქმა უნდა არ გადავიხადეთ!)...

ყველაზე კარგი იყო დასასრული, როდესაც ღამის 2 საათზე შემთხვევით აღმოვაჩინეთ, რომ თურმე ჩვენი თვითმფრინავი რომელიც უნდა გამოფრენილიყო კვირას 16:30-ზე მოფრინავდა ნახევარ საათში 02:30-ზე და არავინ არ გაგვაფრთხილა ამის შესახებ! წარმოგიდგენიათ ნახევარ საათში ბარგის ჩალაგება, აეროპორტში

პროცედურების გავლა, ბილეთის აღება (რომელიც არც კი ვიცოდით იქნებოდა თუ არა) და უკან გამოფრენა? შემთხვევით მიმღებში ჩვენი მეზობელი სომეხი ტურისტები რომ არ გვენახა ჩანთებით და არ ეთქვათ რომ მოვფრინავდით დავრჩებოდით ეგვიპტეში! და როგორც მერე გაირკვა 19 რიცხვამდე, იმიტომ რომ სხვა ფრენები არ იყო დაგეგმილი პირდაპირ თბილისში ან ჩვენით მოგვიწევდა სხვა ავიაკომპანიის ბილეთების ყიდვა.

თურმე ეს ყველაფერი რეზომ იცოდა და სასტუმროში შაბათის ღამის ღირებულება არც ჰქონია გადახდილი! ანუ ჩვეულებრივად 2 დღე და 2 ღამე მოგვპარა და რა თქმა უნდა ფული არ დააბრუნა! ვერ აგიღწერთ რა გადავიტანეთ შარმ ელ შეიხის აეროპორტში. ჩვენდა საბედნიეროდ ტექნიკური მიზეზების გამო დააგვიანდა მოცემულ რეისს გამოფრენა და შემთხვევით მოვხვდით ბორტზე. ჩვენ გაგვიმართლა და 8 ქართველს, რომლებიც ერთად ვიყავით სასტუმროში განთავსებულები აღმოგვაჩნდა უკან წამოსასვლელი ბილეთებიც. სხვებს ასე არ გაუბართლათ და ზოგი საერთოდ არ იყო სიაში, ზოგი მშობლები იყვნენ და ბავშვები არა და ასე.

ასე რომ მეგობრებო გაითვალისწინეთ, რომ ეს ადამიანი არის სუპერ აფერისტი, თვალებში გიყურებს და ჩვეულებრივად გატყუებს ისე, რომ წარბიც არ უტოკდება, არ ენდოთ არასდროს არც მას და არც ამ კომპანიას!

ბედნიერ დასვენებას გისურვებთ“.


„ნიუპოსტი“ რევაზ თურმანიძეს დაუკავშირდა, - „ეს გოგო ავადმყოფია “ -განაცხადა მან, „არანაირი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ მაგის სისულელეებზე. ეხლა ჩამოვიდა ეგვიპტიდან და მეტი საქმე არა აქვს“?!...





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42