ჯანდაცვის სამინისტრომ 22 წლის მერი ნადირაშვილის მკურნალობა 20 ათასი ევროთი დააფინანსა
საზოგადოება - 14:50, 10 Jan, 2015     3105

ჯანდაცვის სამინისტრომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში მცხოვრებ 22 წლის მერი ნადირაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობისთვის 20 ათასი ევრო გამოუყო. ამის შესახებ "კახეთის საინფორმაციო ცენტრს" სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა თამარ ბოდოკიამ განუცხადა.

მერი ნადირაშვილი 3 თვის ორსული იყო, როცა ექიმებმა მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. ამის შემდეგ ის მეუღლემ მიატოვა. ახალგაზრდა ქალს საქართველოში რამდენიმე მძიმე ოპერაცია გაუკეთდა, ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა, მაგრამ დედის მდგომარეობა გაუარესდა. ბავშვი ამჟამად 11 თვის არის. ნადირაშვილების ოჯახი სოციალურად დაუცველია და უკიდურესად უჭირთ. მერი ნადირაშვილს სიცოცხლის შესანარჩუნებლად ხშირად სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდება, თუმცა ის საქართველოში დანიშნულ მკურნალობას სახლის პირობებში გადის.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში სამედიცინო მომსახურება სახელმწიფომ სრულად დააფინანსა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში და რაც ამ პროგრამით არ ფინანსდებოდა, თამარ ბოდოკიას განცხადებით, თანხა რეფერალური პროგრამიდან გამოიყო.

ოჯახის ინფორმაციით, გოგონას მკურნალობაზე პასუხისმგებლობა ერთ–ერთმა გერმანულმა კლინიკამ აიღო, ღირებულება კი 28 ათასი ევროა.


წყარო: კახეთის საინფორმაციო ცენტრი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42