დღეს „ახლგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაის“ წაარმომადგენლებმა აქცია გამართეს და უდოს კომისიის გაუქმება გააპროტესტეს. ასოციაციის წევრის, ნიკა მემანიშვილის თქმით ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება აფერხებს დემოკრატიული ღირებულებების განვითარებას.
ხელისუფლებამ იმის ნაცვლად, რომ უფრო ქმედითი გაეხადა პროცესი, მიიღო გაუაზრებელი გადაწყვეტილება და გააუქმა უდო-ს კომისია. ეს უკანონო გადაწყვეტილებაა და დემოკრატიული ღირებულებების განვითარებას აფერხებს. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ აღდგეს კომისია და პატიმრებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ისარგებლონ ამ სიკეთით", - განაცხადა ნიკა მემანიშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ცხადებენ, რომ არ არსებობს ადგილობრივი ეფექტური საბჭოები, რომელთა მეშვეობითაც პათიმრების შეწყალება უნდა მოხდეს, აგრეთვე არ არსებობს საზოგადოების მხრიდან ნდობა ამ საბჭოერბის მიმართ, რადგან გაურკვეველია რა კატეგორიის პირებით დაკომპლექტდება ეს საბჭოები.
"ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის" წარმომადგენლები სასჯელაღსრულების მინისტრთან, გიორგი მღებრიშვილთან დახურულ შეხვედრაზე იმყოფებიან.
მასალის გამოყენების პირობები






