საქართველოს ფინანსთა სამინისტოს საგამოძიებო სამსახურმა, გადასახადებისათვის თავის არიდების მიზნით ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და სასაქონლო ზედნადებების დამზადება-გამოყენების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი დააკავა.
დადგენილია, რომ ბრალდებულები უზრუნველყოფდნენ საქართველოს მასშტაბით ფიზიკური პირებისგან ჯართის მიღებას და რეალიზაციას, რა დროსაც გადახდისუუნარო, არარეზიდენტ პირებზე არეგისტრირებდნენ შპს-ებს, შემდგომში კი არ იხდიდნენ ფიქტიურ საწარმოებზე დაგროვილ დამატებითი ღირებულების გადასახადის დავალიანებებს.
გამოძიების ამ ეტაპზე გამოკვეთილია 1 371 599 ლარის ოდენობის დღგ-ს უკანონო ჩათვლა, ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოყენებით, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზიანი.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 218-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე.
მასალის გამოყენების პირობები






