ჩამსხვრეული toyota-ს მინები - რას ედავება ვარიანელი მამაო მეუფე ანდრიას და ხელისუფლებას
საზოგადოება - 18:31, 09 Jan, 2015     8703
სოფელ ვარიანში მცხოვრებ მამა გრიგოლ (გოგიჩაძეს) წუხელ დაახლოებით 21:00 საათზე მის საკუთრებაში მყოფი toyota-ს მარკის ძვირადღირებული ავტომობილი სახლთან ახლოს დაზიანებული და გაძარცვული დახვდა. მანქანიდან ამოღებულია მცირე ზომის ჩანთა სადაც სასულიერო პირის პირად ნივთებთან ერთად 800 ფუნტი სტერლინგამდე თანხა ინახებოდა, ავტომობილის მინები კი ბლაგვი საგნით ჩაამსხვრიეს. როგორც სასულიერო პირი „ნიუპოსტს“ უამბობს, მან საკუთარ ავტომობილთან მობილური ტელეფონი იპოვა რომელიც მისი ვარაუდით დანაშაულის ავტორს ეკუთვნის. მამაომ აღნიშული ტელეფონი იმ სამართალდამცველებს გადასცა რომლებიც თავადვე გამოიძახა, მომხდარტან დაკავშირებით შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. სასულიერო პირს 2013 წლის მაისის თვეში, როგორც თავადვე ამბობს სახლიც დაუწვეს, მანამდე კი ფერმის შენობა. მამა გრიგოლი ამ ყველაფერში გორისა და ატენის მიტროპოლიტის მეოუფე ანდრიას კვალს ხედავს, იგი მეუფეს მის წინააღმდეგ ბრძოლაში ადანაშაულებს და ბრალს ხელისფლების წარმომადგენლებს დებს. სასულიერო პირი ჩვენთან საუბრისას ხშირად ახსენებს პარლამენტის წევრებს, გორის მაჟორიტარ დეპუტატ სოსო ვახტანგაშვილს და თამაზ შიოშვილს. მამა გრიგოლი მათ და გორის საკრებულოს ამჟამინდელ თავმჯდომარეს პაპუნა კობერიძეს და სევე „რესპოუბლიკური პარტიის“ ლიდერს გორში დავით რაზმაძეს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გახლდათ მეუფე ანდრიასთან გარიგებაში ადანაშაულებს.

„გორის რაიონში უკვე ტრადიციად დამკვიდრდა ჩემზე ზეწოლა, მიზანმიმართულად მებრძვიან, ეს ყველაფერი კი „ნაციონალების“ დროს არის დაწყებული. რეგიონში, ყოველშემთხვევაში გორში, არაფერი არ შეცვლილა და ის ძალები რომლებიც საშიშროებას რაწმოადგენდნენ ისევ რჩებიან მოხელეებათ, გორის ხელმძღვანელობას ვგულისხმობ რათქმაუნდა. ნაც მოძრაობის შემორჩენილები რომლებიც დამკვიდრებულები არიან, მაგალითად შიოშვილი, ვახტანგაშვილი, კობერიძე რაზმაძე და ასე შმდეგ რომლებსაც ხელმძღვანელობს გორის ეპისკოპოსი. რომელიც დაახლოვებული არის ე.წ. „თავისუფალ დემოკრატებთან“და მის ლიდერთან“-ამბობს სასულიერო პირი.

მამა გრიგოლი იმასაც იხსენებს თუ რა პირობა მიიღო მან 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ახლა უკვე პარლამენტის წევრებისაგან. ის ამბობს, რომ პირობა იმის შესახებ, რომ მეუფე ანდრიას მასზე ზეწოლის უფლებას გამარჯვების შემთხვევაში ვახტანგაშვილი და შიოშვილი აღარ მისცემდნენ, თუმცა მამა გრიგოლს, როგორც თავადვე ამბობს, იმედები გაუცრუვდა.

„მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა და პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა მე შევხვდი მაჟორიტერებს უფრო სწორად კი მაშინ არ იყვნენ ჯერ მაჟორიტარები. მაშინ მე ვუთხარი, რომ გამარჯვების შემთხვევაში ეპისკოპოს ანდრიას არ დამორჩილებონენ და არ მიეღოთ ჩემს დევნაში მონაწილეობა და მითხრეს, რომ არა, არ შევეკვრებითო, შენ არავინ არაფერს არ დაგიშავებსო, მაგრამ რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში სახლი დამიწვეს, ფერმის დანგრევაზე გამომიგზავნეს წერილი, სოფლის დეპუტატი ამიმხედრეს. “

მამა გრიგოლის განცხადებებს ბრალდების ადრესატები ეხმაურებიან.

„არანაირი შეხება არ მაქვს მაგ ადამიანთან, ეგ არის შეურაცხადი. სასულიერო პირი რომელიც ეკლესიაში უნდა იყოს და ლოცულებდეს ასეთ სისულელეებს ლაპარაკობს და ამხელა ჯიპით დარბის საერთოდ რა შეხება აქსვ ამ ეპარქიასთან და რაუნდა მეუფე ანდრიასაგან ვერ ვხვდები. შეურახადია, მე უბრალოდ შემიძლია ვუჩივლო ცილისწამებისთვის შარლატანი.“ - ამბობს დავით რაზმაძე.

ჩვენი დიდი პატივისცემა მამაოსადმი მაგრამ კონკრეტული განცხადება არ შეესაბამეება სიმართლეს, ვიქრობთ რომ მამაომ ემოციური მდგომარეობის ნიადაგზე გააკეთა ეს განცხადება“.-ამბობს პარლამენტის წევრი სოსო ვახტანგაშვილი „ნიუპოსტთან“ საუბრისას.

„საერთოდ არასდროს არ მქონია საუბარი მამა გრიგოლთან, იმის მაგივრად რომ იქადაგოს და სხვებს დაარიგოს, რომ ცილისწამება არ არის კარგი საქმე ის თავადვე აკეთებს ამას? მე მასთან არც წინასაარცევნოდ მქონია საუბარი და არც არასდროს. ადრეც მახსოვს ხან ბანდის მეთაურს მეძახდა, ხან რას. წარმოუდგენელია ჩემთვის მან სულიერებაზე უნდა გველაპარაკოს და რეებს ამბობს“ აცხადებს პარლამენტის წევრი თამაზ შიოშვილი. „ვთხოვ ყველა საგამოძიებო ორგანოს, რომ დროულად გამოიძიონ და დაადგინონ ვინ არის ამ შემთხვევში დამნაშავე. ისიც უნდა იცოდეს ბრალდებების ადრესატმა, რომ არსებობს უდანაშაულობის პრეზუმცია და ეს არის ცილისწამებ რასაც ის აცხადებს. თუმცა მსგაან განსხვავებით მსგავსი განცხადებებისბან იმის გამო, რომ სასულიერო პირია თავს შევიკავებ“- ამბობს პაპუნა კობერიძე.

არაერთ სკანდალში გახვეული სასულიერო პირი, „ნიუპოსტთან“ იმასაც იხსენებს თუ როგორ შეარიგა პატრიარქმა ილია მეორემ ის და მეუფე ანდრია, თუმცა მამა გრიგოლის თქმით მეუფემ პატრიარქისთვის მიცემული პირობა არ შეასრულა.

„საპატრიარქოში იციან ჩემზე ზეწოლების შესახებ, პატრიარქმა მე და მეუფე ანდრია რამდენჯერმე შეგვარიგა. პატრიარქის შერიგების შემდეგ მეუფე ანდრია უნდა მოგცეულიყო ასე, უნდა წამოსულიყო და ეთქვა თავის ე.წ. სამრევლოსთვის, რომ ჩვენ უწმინდესმა შეგვარიგა და მამა გრიგოლს ნუ შევავიწროვებთო, თუმცა მეუფე ასე არ მოიგცა. შერიგებიდან მეხუთე დღეს წერილი მომივიდა რაზმაძის სახელით თქვენი ფერმის შენობა უნდა დავანგრიოთო“-აცხადებს მამა გრიგოლი.

სასულიერო პირის აღნისნულ განცხადებებს გორის და ატენის ეპარქიიდან დღეს არავინ გამოხმაურებია.

გიორგი ახალკაცი „ნიუპოსტი“ შიდა ქართლი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42