ალ პაჩინოს კინოპრემიები Goldin Auctions-ზე გაიყიდება
საზოგადოება - 14:50, 09 Jan, 2015     1668

აუქციონის სახლი "Goldin Auctions" მორიგ გაყიდვას აწყობს, სადაც ძირითად ლოტებად ცნობილი მსახიობის ალ პაჩინოს "Tony Awards"-ის 10 ათას დოლარად შეფასებული და „ოქროს გლობუსის" 25 ათასს დოლარად შეფასებული სტატუეტები იქნება წარმოდგენილი.


ონლაინ აუქციონის ორგანიზატორები დარწმუნებულნი არიან, რომ პრიზები ბევრად უფრო ძვირად გაიყიდება, რადგან "Tony Awards"-ის და "ოქროს გლობუსის", ისევე როგორც "ოსკარის" ფიგურები ძალიან იშვიათად ხვდება აუქციონებზე, რაც იმითაა განპირობებული, რომ პრემიის ლაურეატებს არ აქვთ მათი გაყიდვის უფლება. იმ შემთხვევაში კი, თუ მფლობელს აღარ შეუძლია მისი შენახვა, ის ვალდებულია პრიზი იმ ორგანიზაციას დაუბრუნოს, რომლისგანაც თავის დროზე მიიღო. ალ პაჩინოს შემთხვევაში მსგავსი აკრძალვა არ ვრცელდება, რადგან მსახიობი მანამდე დაჯილდოვდა აღნიშნული პრიზებით, სანამ კანონი ძალაში შევიდოდა.

"Tony Awards" ალ პაჩინომ 1969 წელს მიიღო მამაკაცის მეორეხარისხოვანი საუკეთესო როლის შესრულებისთვის ბროდვეის მიუზიკლში "ატარებს კი ვეფხვიი ჰალსტუხს?" "ოქროს გლობუსი" კი, 1973 წელს დაიმსახურა პოლიციელის როლისთვის ფილმში "სერპიკო".

როგორც ცნობილია, თავისი პრიზები მსახიობმა კინოპროდიუსერს - მარტინ ბრეგმანს აჩუქა და სწორედ მან გამოიტანა სტატუეტები აუქციონზე გასაყიდად. სხვა ლოტებს შორის ჰოლივუდის ვარსკვლავის კიდევ ერთი საჩუქარი - "Rolex"-ის საათი თავისი გრავირებით "მისტერ ბის სიყვარულით მისტერ პისგან", ფრენკ სინატრას მეზღვაურის კოსტიუმი 1945 წლის ფილმიდან "ასწიეთ ღუზები" და პიტერ ლოუფორდის ენოტის მანტოა 1948 წლის ფილმიდან "სააღდგომო აღლუმი".

ონლაინ აუქციონი 12 იანვრიდან 7 თებერვლამდე გაგრძელდება.


წყარო: http://fortuna.ge/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42