ომბუდსმენი შსს-ს "იდენტობის" თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს
საზოგადოება - 14:18, 09 Jan, 2015     1265

სახალხო დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ ყოფილი ხელმძღვანელის ირაკლი ვაჭარაძისა და ამავე არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ სოციალურ ქსელში გამოთქმული მუქარის ფაქტებს ეხმაურება და შსს-ს გარემოებების ადეკვატურად შეფასების, ირაკლი ვაჭარაძისა და „იდენტობის“ სხვა თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ზომების მიღებისაკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„სოციალური ქსელით და საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაცია „იდენტობის“ ყოფილი ხელმძღვანელის ირაკლი ვაჭარაძის მიერ სოციალური ქსელ „Facebook“-ზე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს შეფასებას მოჰყვა მუქარის შემცველი კომენტარები არაერთი კერძო პირისაგან. გავრცელებული ინფორმაციით, მუქარა მიმართულია როგორც უშუალოდ ირაკლი ვაჭარაძის, ასევე მთლიანად ორგანიზაცია „იდენტობის“ წინააღმდეგ. არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალმა თაობამ“ სოციალური ქსელში დაანონსა საპროტესტო აქცია, რომელიც 2015 წლის 10 იანვარს არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ შენობასთან გაიმართება.

ადამიანის ერთ-ერთ ფუნდამენტური უფლება – გამოხატვის თავისუფლება მოიცავს პირის უფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. პირის გამოხატვის თავისუფლების დასაცავად სახელმწიფოს ეკისრება როგორც ნეგატიური ვალდებულება – არ ჩაერიოს პირის გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობაში, ასევე პოზიტიური ვალდებულება – ხელი შეუწყოს ინდივიდის ამ უფლებით სარგებლობას. აღნიშნული გულისხმობს, ინდივიდის გამოხატვის თავისუფლების დაცვას სახელმწიფოს მხრიდან მესამე პირებთან ურთიერთობაშიც. ამასთანავე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151–ე მუხლი დასჯადად აცხადებს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაატაროს ყველა სათანადო ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ ყოფილი ხელმძღვანელის ირაკლი ვაჭარაძისა და სხვა თანამშრომლების უსაფრთხოებისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები ორგანიზაცია „იდენტობის“ შენობასთან დაგეგმილი აქციის კანონისმიერ ფარგლებში ჩატარების უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42