აჭარის ერთ-ერთი უწყებაში სექსუალური შევიწროების ფაქტს საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია მოჰყვა. ამ რეკომენდაციის სისრულეში მოსაყვანად აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ყოფილი უფროსი დავით ფირცხალაიშვილი ამჟამინდელ უფროსს უკვე აპრობირებულ მეთოდს სთავაზობს და ურჩთა დასასჯელად შემდეგი ზომების მიღებას ურჩევს.

დავით ფირცხალაიშვილი: „მაგრად ვიხალისე! რეკომენდაციის ეს ნაწილი უბრალოდ შედევრია!!! --- ,,საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსს შეიმუშაოს სექსუალური შევიწროების პრევენციის რეაგირების მექანიზმი, შესაბამისი სანქციების სისტემით “!!! და რა უნდას ქნას ვახო წულაძემ?!? რანაირი სანქციები დააწესოს?!? თუმცა მე ვიცი რაც უნდა ქნას! ვახო ძმაო! ჩემი უფროსობის პერიოდში, სამმართველოს ეზოში, ეხლა უკვე შენი კაბინეტის ფანჯრების ქვემოთ, ჭინჭარი მქონდა მოშენებული, მრავალწლიანი მცენარეა და ალბათ ეხლაც იქნება! ხოდა როგორც კი ვინმე მსგავს ქმედებაში იქნება მხილებული, ეგრევე დააჭინჭვრინე მაგ საქმისთვის შექმნილ სპეციალურ კომისიას! ერთ-ერთ ძველ ქართულ ფილმშია მსგავსი სცენა! სხვანაირად არამგონია შეძლო სახალხო დამცველის რეკომენდაცია შეასრულო! “
მასალის გამოყენების პირობები






