საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლებისგან ,,ROSNEFT“-ის სანქცირებას მოითხოვენ
საზოგადოება - 23:12, 08 Jan, 2015     2324
საქართველოს მოქალაქეები მთავრობას სპეციალური პეტიციით მიმართავენ, სადაც ისინი ქვეყნის ხელისუფლებისგან მოითხოვენ უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სამართლის ნორმების აღსრულება და კომპანია როსნეფტს, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მის საზღვაო აკვატორიაში უკანონო ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა, დააკისროს კანონით გათვალისწინებული სანქციები.

,,2014 წლის 29 დეკემბერს ცნობილი გახდა რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „როსნეფტის" მიერ „პეტროკასის" (Petrocas Energy International Limited) 49 პროცენტი წილის შეძენის შესახებ. პეტროკასი ფოთის პორტის ორ ნავთობტერმინალს ფლობს, რაც როსნეფტის ინტერესის ძირითად საგანს წარმოადგენს და რომლის საშუალებითაც კომპანია ამიერკავკასიაში საკუთარი არსებობისა და საქმიანობის არეალის გაზრდას გეგმავს.

როსნეფტი, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ, დასავლეთის ეკონომიკური სანქციების ადრესატი გახდა, 2009 წლიდან, ნავთობისა და ბუნებრივი გაზის მოპოვების მიზნით, ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შავი ზღვის შელფს საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით ამუშავებს.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საზღვაო აკვატორიაში და კონტინენტურ შელფზე კრძალავს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოსგან ნებართვა ან ლიცენზირება სჭირდება. ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონი, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს აქვს თავის ხმელეთზე და კონტინენტურ შელფზე არსებული ნავთობისა და გაზის რესურსების ძებნა-ძიებისა და ექსპლუატაციის ექსკლუზიური და სუვერენული უფლება, სახელმწიფოს სპეციალურ ლიცენზიას მოითხოვს არამხოლოდ ნავთობისა და გაზის მოპოვების დროს, არამედ მათი ძებნა-ძიების შემთხვევაშიც. ასეთი სახის ლიცენზია როსნეფტს არ გააჩნია, რაც ნიშნავს იმას, რომ მის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა უკანონოა.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის გარდა, ოკუპირებული აფხაზეთის წყლებში როსნეფტის ოპერირება წინააღმდეგობაშია საზღვაო სამართლის შესახებ გაეროს 1982 წლის კონვენციასთან, რომელიც უცხოურ კომპანიას ავალდებულებს მოიპოვოს წინასწარი ნებართვა იმ სახელმწიფოსგან, რომლის ტერიტორიულ წყლებშიც ის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებას აპირებს. როსნეფტი თავის საქმიანობას ახორციელებს არა თბილისის ნებართვის, არამედ 2009 წლის 26 მაისს ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მარიონეტულ მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322 (2) მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონით აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია მიმართოს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ყველა მექანიზმს საქართველოს კანონიერი ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით“, - ნათქვამია პეტიციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42