დეპუტატებისგან განაწყენებულ შავაძეებს შვილის ოპერაცია ბიზნესმენმა დაუფინანსა
საზოგადოება - 22:24, 08 Jan, 2015     1466
თამუნა შავაძეს დეკემბრის ბოლოს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ღეროვანი უჯრედის გადანერგვა გაუკეთდა. ის ახლა შემდგომი რეაბილიტაციისთვის ემზადება. როგორც თამუნა ,,ნიუპოსტთან“ საუბრობს, მას ფეხებსა და ხელის თითებში მგრძნობელობა უბრუნდება.

,,გურიის მოამბის" ვებგვერდზე გასულ თვეში გასული წერილის შემდეგ, სადაც შავაძეები ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატსა და პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეს ტყუილ დაპირებებში ადანაშაულებდნენ, ახალგაზრდა გოგონას პრობლემაზე სიუჟეტი ,,რუსთავი 2“-მა მოამზადა.

გასული სიუჟეტის შემდეგ, ოჯახს დახმარება ცნობილმა ბიზნესმნმა ჯონი გიგანმა და მისმა მეუღლემ, თაკო ჩარკვიანმა გაუწიეს.

თამუნას წლების შემდეგ ღეროვანი უჯრედის მეორედ გადანერგვა ,,არამიანცის" კლინიკაში ჩაუტარდა.

"გარდა იმისა, რომ ოპერაციის თანხა გაიღო, ყოველ დღე მოდიოდა ჩვენს სანახავად და საჩუქრები მოჰქონდა. უდიდეს მადლობას ვუხდი ქალბატონ თაკოს და მის მეუღლეს. ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი პრობლემა გულთან ახლოს მიიტანა და დამეხმარა. საგრძნობლად გაუმჯობესდა ჩემი მდგომარეობა. ფეხებსა და ხელის თითებში მგრძნობელობა ნელ-ნელა მიბრუნდება. ახლა რეაბილიტაციის კურსი მჭირდება".

თამუნას თქმით, მისთვის საჭირო სარეაბილიტაციო კურსის ჩატარებაზე სურვილი თბილისში, დავით ტატიშვილის კლინიკაში გამოთქვეს.

რაც შეეხება რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხებს, ამ ეტაპზე მხოლოდ 1500 ლარი აქვთ, რომელიც ოჯახს ჯანდაცვის სამინისტროდან ერთი თვის წინ გადაურიცხეს, დანარჩენი თანხის მოძიებაში კი, როგორც თავად ამბობს, დახმარებას ისევ ბიზნესმენები დაპირდნენ.

ბოლო ორი წლის განმავლობაში შავაძეების მიერ ჯანდაცვის სამინისტროში რამდენიმე წერილი გაიგზავნა, ოჯახი თამუნას ოპერაციისთვის საჭირო თანხას ითხოვდა, თუმცა ყველა მათგანი უკან უარით უბრუნდებოდათ: ,,არასაკმარისი ფინანსების გამო, ამ ეტაპზე ვერ ხერხდება თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილება“.

თეა იოსელიანი-გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42