ყოფილი პოლიციელი ოჯახის გარეშე 4 კვადრატული მეტრის ფიცრულში უკვე ორი წელია ცხოვრობს. ისმაილ აბაშიძის სახლს, რომელიც საკუთარი ხელით ააწყო, შეშის ღუმელი ვერ ათბობს. ფიცრულში ქარი და წვიმაც აღწევს. 55 წლის მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და როგორც თავად ამბობს, გამოკვებას მხოლოდ მეგობრების დახმარებით ახერხებს.
პენსიის დიდი ნაწილით აბაშიძე კრედიტს ფარავს, რომელიც ბანკიდან ოპერაციისთვის გამოიტანა. მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ყოფილი სამართალდამცველი მთავრობისგან დახმარებას ითხოვს.
აბაშიძე ჰყვება, რომ დახმარებას ქედის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები არჩევნებზე ხმის მიცემის სანაცვლოდ შეპირდნენ.
„დაგვეხმარე არჩევნებში და ჩვენ სახლის მშენებლობაში დაგეხმარებითო, ასე მითხრეს. მოვიდა თოვლის და ხედავთ რა მდგომარეობაში ვცხორვობ“, - ამბობს აბაშიძე „რუსთავი 2“-თან საუბრისას.
ქედის მუნიციპალიტეტში ყოფილი სამართალდამცველის პრობლემას იცნობენ, თუმცა ამბობენ, რომ მას ვერ დაეხმარებიან.
მასალის გამოყენების პირობები






