Charlie Hebdo-ზე თავდასხმის ავტორებს მუსლიმ ხალხთან ნუ გააგიგივებთ - ქარტიის მიმართვა ქართულ მედიას
საზოგადოება - 20:21, 08 Jan, 2015     723

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მწუხარებას გამოთქვამს საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო და თანაგრძნობასა და სოლიდარობას უცხადებს დაღუპულთა ახლობლებსა და კოლეგებს, საფრანგეთის საელჩოს საქართველოში და ფრანგ ხალხს.

ამის შესახებ ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„7 იანვარს, ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. დაღუპულებს შორის არიან ჟურნალის თანამშრომლები და პოლიციელები. მედიის ცნობით, თავდასხმა ყოველკვირეული სატირული ჟურნალის მიერ “ტვიტერზე” “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურის გამოქვეყნებას მოჰყვა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში დაცული უნდა იყოს როგორც მედიის, ისე თითოეული ადამიანის სიტყვისა და გამოხატვის ფუნდამენტური უფლება. საფრანგეთში მომხდარი თავდასხმა ეს არის დემოკრატიული საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული შემაძრწუნებელი აქტი, რომლის მიზეზიც არის ფუნდამენტალიზმი და არა რომელიმე ეროვნება ან რელიგიური კუთვნილება.

საბჭო მიმართავს ქართულ მედიასა და საზოგადოებას, საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის ავტორებს ნუ გააგიგივებენ მუსლიმ ხალხთან, კიდევ ერთხელ გამოხატავს საკუთარ პატივისცემას საქართველოს მუსლიმი მოქალაქეებისადმი და ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსოფლიოში, ისევე, როგორც ჩვენს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42