საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან კამპანიის "მე ვარ შარლი" ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, უფლებადამცველები და მოსახლეობის ნაწილი შეიკრიბნენ.
მათ Charlie Hebdo-ზე განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად გარდაცვილების გამო მწუხარება გამოთქვეს და დაგმეს ძალადობა.
სოლიდარობის აქციას საქართველოში საფრანგეთის ელჩიც შეუერთდა. მან შეკრებილ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„დღეს საფრანგეთში ეროვნული გლოვის დღეა. ეს ძალიან მძიმეა ჩვენთვის და მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ვხედავ ქართველები საფრანგეთის მეგობრები ხართ. საფრანგეთი და დემოკრატია ყოველთვის გაიმარჯვებს იმ თანადგომის წყალობით, რომელიც თქვენ გამოხატეთ", - განაცხადა რენო სალენსმა.
მხარდამჭერ კამპანიაში მონაწილეობა უმრავლესობის წევრებმა თინა ხიდაშელმა და თამარ კორძაიამაც მიიღეს.
მასალის გამოყენების პირობები






