„რამდენჯერაც ბავშვი წავიყვანე გასტროლებით ჩამოსული ცირკის წარმოდგენაზე, იმდენჯერ გაგვიცრუვდა მოლოდინი“ - წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პროექტ „ნიჭიერის“ მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი, სალომე ლილუაშვილი..
სალომე ლილუაშვილი: „ჰოდა, ვფიქრობ ხოლმე, რა მაგარი რესურსი გვაქვს - რამდენი პროფესიონალი აკრობატი და ა.შ. გვყავს, თუნდაც ის ტიპები, ვისაც „ნიჭიერში” მიუღია მონაწილეობა. რეალურად, ამ ხალხს ნიჭის რეალიზების საშუალება აღარ აქვს.
არადა, უმაღლესი დასი შედგება. მხოლოდ კარგი მენეჯმენტი და კიდევ რაღაც მნიშვნელოვანი სჭირდება - მინიმუმ, საკუთარი შვილებისთვის ზრუნვა და საცირკო ხელოვნების პროფესიის ხალხის დაფასება. მეტყვით, რა დროს ესააო, ისა და ესაო. ა-რა! ყველა უმნიშვნელო პრობლემა რომ მნიშვნელოვნად ვაქციოთ, საბოლოო ჯამში ნორმალურ შედეგებამდე მივალთ. ისე, ყოველდღე გვერდს ვუვლი გზად ცირკს და ყოველდღე მაწუხებს ეს ფიქრი“...
მასალის გამოყენების პირობები






