სპეციალური განცხადება თბილისში მოსალოდნელ ყინვასთან დაკავშირებით - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“
საზოგადოება - 09:47, 09 Jan, 2015     21489
,,ნიუპოსტი“ კომპანიის განცხადებას უვლელად გთავაზობთ:

,,კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზების ბიუროს ინფორმაციაზე დაყრდნობით, უახლოეს დღეებში მოსალოდნელ ყინვასთან დაკავშირებით, თბილისელ აბონენტებს ხელახლა მიმართავს რეკომენდაციით. კომპანია თბილისელებს სთხოვს, თადარიგი დაიჭირონ და შეფუთონ ან დაათბუნონ თავიანთი კუთვნილი წყალსადენის მიწისზედა ქსელები, რომლითაც მათ ონკანამდე წყალი მიეწოდებათ. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ასევე თხოვნით მიმართავს აბონენტებს, შეფუთონ ის აღრიცხვის კვანძები, რომელიც დამონტაჟებულია მათ ეზოებსა და ღია ტიპის ნაგებობებში.

ამით, კომპანიის აბონენტები შეძლებენ თავიდან აიცილონ რიგი პრობლებები და შეფერხებები წყლის მიწოდებაში, რაც შესაძლებელია გამოიწვიოს მილებში წყლის გაყინვამ, მრიცხველის მწყობრიდან გამოსვლამ და ლოკალურმა ავარიულმა დაზიანებამ მომხმარებლის კუთვნილ ქსელზე. მსგავსი ტიპის პრობლემებმა, შესაძლებელია არა მხოლოდ კონკრეტული აბონენტების, არამედ მიმდებარედ მცხოვრები სხვა აბონენეტების წყალმომარაგებაშიც გამოიწვიოს შეფერხებები.

კომპანიის რეკომენდაცია განსაკუთრებით სასურველია გაითვალისწინოს თბილისის მოსახლეობისა და კომერციული სექტორის იმ ნაწილმა, რომელიც ცხოვრობს ან საქმიანობას ეწევა ისეთ კერძო სახლებში, თბილისულ ეზოებსა და მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში, რომელსაც სასმელი წყალი ღია კომუნიკაციებით მიეწოდება და აღრიცხვის კვანძები დამონტაჟებული აქვს ეზოებსა და ღია ტიპის ნაგებობებში. რეკომენდაციების შესაბამისი ვიზუალური მასალის მოძიება თბილისელებს შეუძლიათ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ვებგვერდზე - www.georgianwater.com და ფეისბუქის გვერდზე - Georgian Water and Power - GWP LTD, Official.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, თბილისელ აბონენტებს სარეკომენდაციო განცხადებით პირველად ნოემბრის დასაწყისში მიმართა, რის შემდეგაც თბილისის მასშტაბით 5000-ზე მეტ აბონენტს, ინდივიდუალურად, სარეკომენდაციო წერილი გაუგზავნა.

კომპანიამ ზამთრისთვის მზადება გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო და ყველა აუცილებელი ტექნიკური ღონისძიება გაატარა. ამასთან, კომპანიამ მკაცრი კონტროლი დააწესა დედაქალაქის იმ ქუჩებზე, სადაც მოძველებული თუ ამორტიზებული ქსელებია და სადაც არ არის გამორიცხული, ზამთრში მოსალოდნელი ყინვისას თავი იჩინოს ავარიულმა დაზიანებებმა, რომელთა ოპერატიულად ლიკვიდაციას კომპანიის ცხელი ხაზის - 293 11 11, ფეისბუქის გვერდისა და ვებგვერდის ონლაინ-ჩეთის მეშვეობით, საგანგებო რეჟიმში მოემსახურება „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური სამსახურები“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42