„მე და გვანცა ჯიშკარიანს გვიბარებს ორთაჭალის პოლიციის უფროსი“...
საზოგადოება - 18:53, 08 Jan, 2015     7897

მეგობრებო, მე და გვანცა ჯიშკარიანს გვიბარებს ორთაჭალის პოლიციის უფროსი, იურისტთან გვინდაკონსულტაცია და მოხალისე იურისტი, ვინც გამოგვყვება, ვინმე თუ არის მსურველი? - ამ განცხადებას მარიამ ნატროშვილის ფეისბუქგვერდზე ამოიკითხავთ.

პოლიციის უფროსთან დაბარების მიზეზად საპატრიარქოს წინ გაკეთებული წარწერა სახელდება.

„მიზეზი? – 25 000 000 -ია“ - წერს მარიამ ნატროშვილი. მის მიერ შესრულებულ გრაფიტს თბილისის ქუჩებში უხვად ნახავთ, თუმცა ხალხს და როგორც ჩანს პოლიციასაც მხოლოდ საპატრიარქოს წინ დაწერილი 25 000 000 დაამახსოვრდა.

„სამი წელია ქუჩაში ვწერთ და ეხლა გაიღვიძეს ტიპებმა... ციურიხში რომ დაგვიჭირესჯარიმაც არ გადაგაგვახდევინეს, ოღონდ არტისტები იყავით კარგადო :))))
აქ მთლა უფროსების სუნი მცემს და ალბათ უიურისტოდ მისვლა არ ღირს, - წერს „არტ-პროვოლატორი“.

რამდენიმე დღის წინ კი პატრიარქის დაბადების დღესა და 25 000000 -თან დაკავშირებით მარიამის „ფეისბუქზე“ ამ სახის სტატუსიც გაჩნდა.

„პატრიარქს კიდევ ერთხელ ვულოცავთ დაბ. დღეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ბევრ ფულს. სრულიად საქართველოს სახელით გადავცემთ 25 მილიონიან ჩეკსეროვნულ ვალუტაში და მის უწმინდესობასაც და ჩვენს თავსაც ვახსენებთ რომ ჩვენი ჯიბიდან კიდევ ერთხელ და არა უკანასკნელად იხარჯება მილიონები სრულიად არა მიზნობრივად.გილოცავთ!!!!

— Cvanci Jishkariani-(ს)თან ერთად საპატრიარქო-ში(ზე)“

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის განცხადებით კი - ის თანხა, რომლითაც ეკლესია სახელმწიფოსგან ფინანსდება, სასულიერო პირების ხელფასებზე არნაწილდება. ამის შესახებ პატრიარქმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, ოლიკო ბაბლუანის საავტორო გადაცემაში "მშვიდობით იარაღო" განაცხადა.

"მე ერთი რამ მინდა ვთქვა – ის, რასაც სახელმწიფო ეკლესიას აძლევს, მთლიანად ნაწილდება სასწავლებლებზე. მარტო 40-მდე საშუალო სკოლაა, თავისი ხელფასებით, მთელი ხარჯებით. უნივერსიტეტებია, ბავშვთა სახლები, მოხუცებულთა სახლები. ის დახმარება, რომელსაც სახელმწიფო გვაძლევს, თითქმის ნახევარსაც არ ჰყოფნის და ვცდილობთ ვიშოვოთ ან ვიღაც შემოგვწირავს და ამას ვუმატებთ. ეს არ ნაწილდება სამღვდელოებაზე. არავითარ ხელაფსებს არ ღებულობენ აქედან", - განაცხადა პატრიარქმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42