„მე გავგიჟდი უკვე, ნამდვილი სასწაულია, სამოთხეში ვარ“ - წერს ბიჭოლა, ერთ დროს ძალიან ხმაურიანი, ახლა კი ქართული საზოგადოების მიერ მივიწყებული დიზაინერი.
ზამთრის „ცივ დღეებს“ ის უკვე რამდენიმე დღეა რაც ტაილანდის ცხელ და ულამაზეს კუნძულზე ატარებს.
ჯუნგლები, კამკამა მდინარეები, ეგზოტიკური მცენარეები, ოქროსფერი სანაპიროები და მცხუნვარე მზე ზღაპრულ ქვეყანაში - ამ ყველაფერს დიზაინერის „ფეისბუქის“ პირად გვერდზე განთავსებულ ფოტოებში იხილავთ.
ფოტოებს საქართველოდან გამოხმაურება და უამრავი კომენტარი მოჰყვა. კითხვაზე „გული მისკდება, სად ხარ“? ბიჭოლა ასე პასუხობს: „კუნძულ ფჰი-ფჰიზე, ტაილანდში“.
ღიმილიანი ბიჭოლა “ღიმილის” ქვეყანის ბინადართა ცხოვრებისეულ ფილოსოფიას არ არღვევს. აქ მცხოვრებთა ფილოსოფია კი ამგვარია - აღიქვან ცხოვრების ყოველი წამი როგორც დიდი სიხარული...






მასალის გამოყენების პირობები






