ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე მომხდარი თავდასხმის გამო საქართველოში საფრანგეთის საელჩოსთან ჟურნალისტებმა სოლიდარობის აქცია გამართეს.
ისინი თანაგრძნობას უცხადებენ თავდასხმის დროს გარდაცვლილების ოჯახის წევრებს, ასევე უერთდებიან საყოველთაო კაპმპანიას „მე ვარ შარლი“.
ჟურნალისტები გუშინ მომხდარ ფაქტს სიტყვის თავისუფლების მიმართ განხორციელებულ ტერაქტს უწოდებენ.
„თავს დაესხნენ მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვარს, გამოხატვის და სიტყვის თავისუფლებას. სწორედ ამის სათქმელად მოვედით ჩვენ საფრანგეთის საელჩოსთან და გამოვხატეთ სოლიდარობა არა მხოლოდ საფრანგეთის მიმართ, არამედ სიტყვის თავისუფლების მიმართ“, - განაცხად აქციაზე „ტაბულას“ რედაქტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
დღესვე 19:00 საათზე სოლიდარობის აქცია იგეგმება საფრანგეთის ინსტიტუტთან, სადაც ჟურნალისტები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები შეიკრიბებიან.
მასალის გამოყენების პირობები






