„წყალში ხატებთან ერთად ჩაიძირა“ - მამა ილია კარტოზიას ბოლო წუთები
საზოგადოება - 14:03, 08 Jan, 2015     3520

ადრეატიკის ზღვაში მომხდარი ტრაგედიის დროს გადარჩენილები შემთხვევის დეტალებს იხსნებენ. ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში ნანა ტატალაშვილი, რომელიც ტრაგედიის დროს „ნორმან ატლანტიკზე“ იმყოფებოდა, ამბობს, რომ ნამდვილ ჯოჯოხეთს თავი სასწაულებრივად დააღწიეს.

„საბერძნეთის პორტიდან გემით უნდა გადავსულიყავით იტალიაში. ღამის 12 საათზე ავედით გემზე. ახალი ჩაძინებულები ვიყავით, რომ გაგვაღვიძეს. მთელი გემი კვამლში იყო გახვეული. საგანგაშო სიგნალი მაშინ ჩაირთო, როცა ქვედა სართული უკვე დამწვარი იყო და ცეცხლი ზემოთ მოდიოდა. ისეთი არეულობა იყო, სამაშველო ჟილეტებიც კი არ დაურიგებიათ. მამა ილია წავიდა და მოგვიტანა საიდანღაც, კისერზე გადაგვაცვა ყველას, მაგრამ თურმე სპეციალური შეკვრა იყო საჭირო და არ ვიცოდით, არც არავინ დაგვხმარებია...ზღვა საშინლად ღელავდა; ამ დროს მამა ილია ჩვენთან ერთად იყო. ხელი ეკიდა ჩვენზე და გვამხნევებდა, ნუ გეშინიათ, ილოცეთ და გადავრჩებითო. თვითონ საოცრად მხნედ გამოიყურებოდა, პანიკაში არ ჩავარდნილა. მამა ილია გაუჩერებლად გაიძახოდა, ილოცეთო“, - ამბობს ის.

ტატალაშვილი ერთ-ერთი იყო მათგან, ვისაც მამა ილია კარტოზიამ გემზე ადგილი დაუთმო.

„ყველას დაუთმო და ნავში, მგონი, მხოლოდ მაშველებიღა იყვნენ დარჩენილი და მამა ილია. თვითონ რომ უნდა ამოსულიყო, კიბის დამჭერი აღარავის ჰყავდა. ზღვის ტალღამ დაჰკრა და წყალში ჩავარდა. ორჯერ ამოყვინთა, მაგრამ მერე დაიკარგა. არ ვიცი, ცურვა იცოდა თუ არა, მაგრამ მღვდლის შესამოსელი, კაბა ეცვა. ცურვა რომც სცოდნოდა, იმ კაბით ვერ გაცურავდა. საოცარი ის იყო, რომ თავის ჩანთას, სადაც ხატები და სიწმინდეები ედო, ხელს არ უშვებდა. ჩვენ ყველაფერი გადაგვაყრევინა, თვითონ კი ჩანთისთვის ხელი არ გაუშვია, ისე ჩაიძირა წყალში“, - ამბობს ტატალაშვილი.

წყარო: ჟურნალი "სარკე"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42