უხვმა ნალექმა პრობლემები გურიის სოფლებსაც შეუქმნა. ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო, ამ დროისთვის ოზურგეთის სამი სოფელი უშუქოდაა დარჩენილი.
რაც შეეხება ჩოხატაურს, აქ მოსულმა ნალექმა მცირეოდენი პრობლემები შექმნა ბურნათის გადასასვლელზე , თუმცა ეს პრობლემა მალევე მოგვარდა და საავტომობილო გადაადგილება ამ დროისთვის უპრობლემოდ ხორციელდება. სამტრედიის მიმართულებით გაზაზე მოძრაობა შეუფერხებლადაა შესაძლებელი. სოფელ ზოტში კი ამ წუთებში მძიმე ტექნიკა მუშაობს და საავტომობილო გზის უხვი ნალექისაგან გაწმენდითი სმუშაოები მიმდინარეობს.
თოვლმა პრობლემა შეუქმნა ლანჩხუთში, სოფელ მამათის მოსახლეობას. მათ ელექტროენერგია დილიდან არ მიეწოდებათ. როგორც ენერგოკომპანიაში აცხადებენ, ამ დროისთვის დაზიანებული ელექტროხაზების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. აკეთში, აცანასა და მამათში თოვლის საფარი 20 სმ-ს აღწევს, ამ დროისთვის გზები გაწმენდილია და გადაადგილება შეუფერხებლადაა შესაძლებელი.
გურიაში თოვა გუშინ გვიან ღამით დაიწყო. შედარებით მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 30 სმ. აღწევს.
თეა იოსელიანი - გურია
მასალის გამოყენების პირობები






