დავით გარეჯის "დოდო რქის" მონასტრის მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით, კლდეში, წმინდანთა გამოსახულებებით მოხატული, დღემდე უცნობი დარბაზული ტიპის სამლოცველო აღმოაჩინეს. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
მათ ინფორმაციით, სამეცნიერო თვალსაზრისით, მსგავსი აღმოჩენა უპრეცედენტოა და ადასტურებს, რომ მდიდარი მემკვიდრეობის მიუხედავად, ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობდა ისეთი ძეგლი, რომელიც ამ დრომე ისტორიულ და სამეცნიერო წყაროში აღნიშნული არ იყო.
დავით გარეჯში ჩასვლას დღეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე,
ძეგლის შეფასებისა და გადაუდებელი გამაგრებითი, გადარჩენითი სამუშაოების დაგეგმვის მიზნით დავით გარეჯში ჩასვლას გეგმავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე, ასევე არქეოლოგები და კედლის მხატვრობის ექსპერტები.
მასალის გამოყენების პირობები






