მაღალმთიან სოფლები რამდენიმე დღეა მოსახლეობისთის ჩაკეტილია. მოსახლეობის ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში მათთან სასწრაფო დახმარების მანქანები ვერ მიდიან. ასევე, სოფლის მოსახლეობა ვერ ახრეხებს მესტიის ცენტრში ჩამოსვლას და სოფლიდან სოფელში გადასვლას.
ისინი ვერ ახერხებენ კომუნიკაციას, რადგან რამდენიმე დღეა მათ არ მიეწოდებთ ელექტროენერტია.
უამინდობის და უშუქობის გამო ინციდენტი მოხდა ჰაწვალის გზაზე არსებულ სათხილამურო ტრასაზე, სადაც ტურისტები საბაგიროზე დარჩნენ. მათი გამოყვანა სამი საათის განმავლობაში ვერ მოხერხდა. აღნიშნული სათხილამურო ტრასა ყველაზე მაღალი წერტილია, რის გამოც იქ განსაკუთრებული ყინვა იყო. რამდენიმე ტურისტი შიშის გამო შოკში ჩავარდა. მათი ჩამოყვანა მაშველებმა რამდენიმე საათის შემდეგ შეძლეს. ამ წუთებში საბაგირო გაჩერებულია და არ მუშაობს.
ასევე, სათანადოდ არ არის გაწმენდილი მესტიის გზა, რის გამოც ტურისტების ნაკადი უკან დაბრუნდა. როგორც მესტიის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი აცხადებს, მესტიაში თოვლის საფარი 70 სანტიმეტრია, ხოლო მაღალმთინ რაიონებში თოვლის ნალექი უფრო მეტია. მისი თქმით, ამის გამო გარკვეული სირთულეებია, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს.
მასალის გამოყენების პირობები






