საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეს და ხვალ სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.
მოსალოდნელია ნალექი, მაღალმთაში თოვლის სახით. თოვლს ელიან ფასანაური-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის გზის მონაკვეთზეც.
„დღეს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან დასავლეთ საქართველოში შემოსვლას დაიწყებს ცივი და ნოტიო ჰაერის მასების ახალი ნაკადი, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოშიც გაგრძელდება. ამიტომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით“, - აცხადებენ სინოპტიკოსები.
რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, აღმოსავლეთ საქართველოს მთაში, დღეს და ხვალ, ღამით ტემპერატურა -6 და -1 გრადუსზე დაეცემა, ხოლო დღისით -4 - 1 - გრადუსზე. ბარში ღამით, 3 - 2, ხოლო დღისით ჰაერის ტემპერატურას -2 – 3 გრადუსს ვარაუდობენ.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში, ღამით ჰაერის ტემპერატურა -10 და -5 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით -6 და -1 გრადუსი. ბარში, ჰაერის ტემპერატურა -2 - 4 გრადუსი იქნება, დღისით 0 – 5 გრადუსი.
რაც შეეხება დედაქალაქს, აქ თოვლს სინოპტიკოსები დღის მეორე ნახევრიდან ვარაუდობენ. ამინდის გაუმჯობესება 10 იანვრიდა არის მოსალოდნელი.
მასალის გამოყენების პირობები






