"ცა და ქვეყანა ჩამოიქცა ჩემთვის" - მამა ილია კარტოზიას დედის ამაღელვებელი წერილი
საზოგადოება - 17:57, 06 Jan, 2015     10837

სოციალურ ქსელში იტალიურ ბორანზე დაღუპული მამა ილია კარტოზიას დედის წერილი ვრცელდება, რომელსაც „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

"ცა და ქვეყანა ჩამოიქცა ჩემთვის, როდესაც შენი შემზარავი ამბავი გვამცნო ტელევიზიამ. იმ წამს ვიფიქრე, თავი რატომ გაწირა - მეთქი, გონს რომ მოვეგე, მივხვდი, სხვაგვარად ვერც მოიქცეოდი, შვილო. შენ, სრულიად პატარა ბავშვმა, მოახერხე ის ანგელოზი გადაგერჩინა, სანაცვლოდ კი საკუთარი თავი გაგეწირა. წმ. ნიკოლოზის საფლავის მოსალოცად წახვედი, მჯერა, წმინდანმა უფლის გვერდით მიგიჩინა ადგილი. რა ვქნა, დედი, სული მტკივა და გული მეწურება... გმირი შვილი გყავსო, საუკუნის გმირი- მანუგეშებენ, მამხნევებენ, დედი! ყოველთვის ასე იყო, შვილო, ბავშვობიდანვე ყველაფერი საოცრად გეჩქარებოდა, შავ-ბნელი სიკვდილიც როგორ ჩქარა მოვიდა შენთან. ვამაყობდი შენით, დღეს კი-ათჯერ მეტად, შვილო! შენი ვაჟკაცობის ამბავი მთელმა ქვეყანამ გაიგო. შენით ამაყობს მშობლიური სკოლა, ქალაქი, ოჯახი, ქუჩა, სადაც გაიზარდე, მთელი საქართველო! ვაჟკაცურად იცხოვრე ამ წუთისოფელში, ხანმოკლე სიცოცხლეც ვაჟკაცურად დაასრულე. შენ ჩემი მონატრებული შვილი ხარ, დედი! ერთი დიდი სურვილი მაქვს, ერთი დიდი ოცნება- წუთით მაინც შენი გაღიმებული სახე ვიხილო, მაგრამ ვაი, რომ ეს შეუძლებელია... როგორ ვიცხოვრო, როგორ ვიარსებო უშენოდ. იმის ფიქრიც კი მზარავს, რომ ვერასდროს გნახავ, მაგრამ თავს ვიმშვიდებ, რომ უფალთან ხარ სასუფეველში. მე კი გპირდები, დედი, ისე მოვიქცევი, როგორც შენს ნათელ სულს გაახარებს, ჩემო რჩეულო შვილო. ომის დროს ცხინვალშიც უშიშრად წახვედი მიცვალებულთა გადმოსასვენებლად, ჩემო ძლიერო და დაუდეგარო ბიჭო, მოყვასისთვის თავს არ ზოგავდი და გაჭირვებულების ტალკვესი იყავი. რასაც დაისახავდი მიზნად, ყველაფერს საოცრად სწრაფად აღწევდი, მჯერა, ზეციდანაც სწრაფად შეგვეწევი დაგვიფარავ ჩვენ, დაიფარავ მთელ საქართველოს.შენზე მლოცველი, ღრმად მწუხარე დედა",-აღნიშნულია წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42