ფასანაური-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის გზის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა
საზოგადოება - 17:06, 06 Jan, 2015     2406

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები - გეოლოგები და ჰიდროლოგები სტიქიის ზონაში იმყოფებიან. სპეციალისტები გუდაურში ზვავსაშიშ მონაკვეთზე შექმნილ ვითარებას ადგილზე ეცნობიან.

ამ დროისთვის გუდაურში თოვლის საფარმა 2 მეტრს მიაღწია, მლეთაში კი თოვლის საფარი 1.7 მეტრია. ზვავსაშიშორებაა მოსალოდნელი ფასანაური-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მონაკვეთზე.

გარემოს დაცვის სააგენტოს სინოპტიკოსების ინფორმაციით, ნალექი მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება. ამასთან, 7 იანვარიდან დასავლეთ საქართველოში ჩრდილო-დასავლეთიდან გავრცელებას დაიწყებს ცივი ჰაერის მასები. დღის მეორე ნახევარიდან დასავლეთ საქართველოში წვიმა თოვლში გადავა, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოშიც გავრცელდება. ძლიერი თოვლი მოსალოდნელია მთასა და მაღალმთაში. მოთოვს თბილისშიც. 7-8 იანვარს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ძლიერი ქარია მოსალოდნელი, მაღალმთაში კი ქარბუქი. კობი-გუდაურის გზის მონაკვეთზე კვლავ ზვავსაშიშროება იქნება.

8 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში იქნება თოვა. მათ შორის თბილისშიც. 8 იანვრიდან საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს და ღამით ყინვები დაფიქსირდება.

9 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან თოვა შეწყდება, თუმცა ტემპერატურა დაეცემა. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით -6;-1 გრადუსი დაფიქსირდება; მთაში -12;-7 გრადუსი; მაღალმთაში -20;-15 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით -10;-5 გრადუსი; შიდა ქართლში (გორსა და ხაშურში) ღამით -14 გრადუსამდე; მთაში ღამით - 15;-10; მაღალმთაში ღამით -23;-18 გრადუსი. თბილისში 9 იანვარს ღამით -5 გრადუსი იქნება; 10 აინვარს ღამით კი -6.

რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ინტენსიური თოვის გამო, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები - გეოლოგები და ჰიდროლოგები საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებენ და სტიქიის ზონაში რჩებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42