დაავადებათა კონტროლის ცენტრში გრიპის შემთხვევების ზრდას თებერვლიდან ელოდებიან. ამის შესახებ ცენტრის სამედიცინო საბჭოს ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განაცხადა.
„თებერვლის ბოლოს ალბათ ცოტა მოიმატებს გრიპის შემთხვევები, მაგრამ წელს არ ველოდებით არავითარ გართულბებებს რაოდენობრივი ზრდის მხრივ. ყოველ წელს 10 ათასობით ადამაინს ემართება გრიპის დაავადება. უბრალოდ არ შეიძლება რომ გაუთამამადეთ და ყურადღება არ მივაქციოთ ამ დაავადებას“, - აცხადებს იმნაძე.
თუმცა დღეს დილიდან იაშვილის კლინიკაში პაციენტთა მხრიდან მიმართვიანობის გაზრდა შეინიშნება. ექიმების თქმით, მიმართვიანობა ბოლო საათებში განსაკუთრებით გაიზარდა, რის გამოც ყველა პაციენტის დროულად მიღება უჭირთ. მათი ინფორმაციით, მიმართვიანობის მაჩვენებელმა წინა წელთან შედარებით მკვეთრად მოიმატა.
„ყველა შემთხვევა მსუბუქად არ მიმდინარეობს და ზოგჯერ პაციენტების მოთავსება სტაციონარში გვიწევს. ხშირ შემთხვევაში გვიწევს ისეთი მძიმე გართულების მკურნალობა, როგორიც არის ფილტვების ანთება“, - აცხადებს იაშვილის კლინიკის მთავარი ექიმი ივანე ჩხეიძე.
მასალის გამოყენების პირობები






