მთავრობა ქათმის დაკვლის წესის შესრულებაზე კონტროლს ამკაცრებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:52, 06 Jan, 2015     8349
ქათმის ნედლი ხორცი 2015 წლის პირველი იანვრიდან სავაჭრო დახლებზე რომ მოხვდეს, ამისთვის მას თან ვეტერინარული მოწმობა - ფორმა N2 უნდა ახლდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქათამი ისეთ სასაკლაოზე უნდა დაიკლას, სადაც საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP - Hazard Analysis and Critical Control Point) საწარმოო სისტემაა დანერგილი. ასეთი სასაკლაო საქართველოში მხოლოდ 2 კომპანიას აქვს: "ბიუ ბიუს" მწარმოებელ ჩირინას და "კოდას". მცირე ფერმერებს, რომელთაც საოჯახო მეურნეობებში 200-დან 2000-მდე ფრთა ფრინველი ჰყავთ, სასაკლაოების არარსებობის გამო, შესაძლოა მეურნეობების გაუქმება მოუხდეთ. დარგის ექსპერტთა თქმით, არსებული ვითარებიდან ერთერთი ყველაზე პრაგმატული გამოსავალი რამდენიმე მცირე ფერმერის გაერთიანება და საკუთარი, ახალი სტანდარტების შესაბამისი სასაკლაოს გაკეთებაა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი კახა სოხაძე www.eugeorgia.info-სთან საუბარში აცხადებს, რომ ნორმატიული მოთხოვნები ქათმის დაკვლასთან დაკავშირებით ფერმერებისთვის ახალი არ არის.

კახა სოხაძე: ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესი ძალაში 2012 წლის 7 მარტს შევიდა. აქ არის მოთხოვნები როგორც მსხვილფეხა საქონლის, ისე ღორის და ფრინველის, მათ შორის ქათმის დაკვლისადმი. ჰიგიენის მოთხოვნები, როგორ ჰიგიენურ პირობებში უნდა დაიკლას ქათამი, დიდი ხანი არსებობს და ჩვენ მათ შესახებ ფერმერებს დიდი ხანია ვაფრთხილებთ. ვუწერთ რეკომენდაციებს იმის თაობაზე, როგორ უნდა შეუსაბამონ საქმიანობა კანონმდებლობას.

ქვეყანაში არსებობს ნორმატიული მოთხოვნები ქათმის დაკვლასთან დაკავშირებით. ქათამი, რომელიც სავაჭრო ქსელში ხვდება, ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესების მიხედვით უნდა იყოს დაკლული. ყველაზე ოპტიმალური და ცივილიზებული გამოსავალი არის ის, რომ მცირე ფერმერები გაერთიანდნენ. ცალ-ცალკე ოპერირება მათ გაუჭირდებათ. მათ მიმართ მოთხოვნები ძალაში შევა 2020 წელს და ისინი ამ მოთხოვნების შესრულებისთვის მზად უნდა იყვნენ. მათ თავიანთი ადამიანური და ფინანსური რესურსები უნდა გააერთიანონ იმისთვის, რომ შეძლონ ამ ბაზარზე სრულყოფილად ოპერირება. გააკეთონ სასაკლაო და ქათამი დაიკლას ჰიგიენური წესების დაცვით. სხვა შემთხვევაში ისინი საქმიანობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42