საიდან ჩამოვიდა 2014 წელს ყველაზე მეტი ტურისტი საქართველოში
საზოგადოება - 12:17, 06 Jan, 2015     3452

2014 წლის განმავლობაში საქართველოს 5 493 492 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 1,9%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს. ამის შესახებ ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„2014 წლის მონაცემებით საქართველოში შემოსული საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობით კვლავ მეზობელი ქვეყნები ლიდერობენ. ასევე, დადებითი ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან საერთაშორისო მოგზაურების შემოდინების კუთხით. 2014 წლის მონაცემებით კვლავ ტრადიციულად გამოირჩნენ: ლიტვა, პოლონეთი, ლატვია და დიდი ბრიტანეთი (შესაბამისად 93%, 25%, 25% და 11%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (34%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი - ბელორუსიის მოქალაქეები 48% მატებით.

2014 წლის დეკემბრის თვეში საქართველოს 433 660 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2013 წლის დეკემბრის მაჩვენებელს 10,5 %–ით აღემატება.

2014 წლის დეკემბერშიც ყველაზე მეტი საერთაშორისო მოგზაური კვლავ თურქეთიდან (+2,1%), აზერბაიჯანიდან (+17,2%), სომხეთიდან (+18,6%), რუსეთიდან (+8%)

2014 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, შემოსავლებმა საერთაშორისო ტურიზმიდან 1,4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (1,3 მილიარდი აშშ დოლარი) 5%-ით (61 მილიონი აშშ დოლარი) აღემატება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის გასაზრდელად აქტივობები გაგრძელდება, მათ შორის ტურიზმის მცირე ინფრასტრუქტურის განვითარება, საქართველოს ცნობადობის ამაღლებს, მარკეტინგული აქტივობების იმპლემენტაცია, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ბაზრებზე, ტურისტული პროდუქტების განვითარება და სერვისის ხარისხის გასაუმჯობესებლად ტრენინგების ორგანიზება. 2015 წელს საქართველოში დაგეგმილია რამდენიმე საერთაშორისო ღონისძიების, მათ შორის: ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის და უეფას სუპერთასის მატჩის ჩატარება. რაც კიდევ უფრო აამაღლებს საქართველოს, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის ცნობადობას“, - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცეებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42