აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით „ალია“-ს ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, თეოდორე გიგნაძე ესაუბრა.
„მე არ უარვყოფ, რომ, რაც ამჟამად გურჯაანში ხდება, ეს ღვთისგან გაფრთხილებაა, მაგრამ ეს იქნება ჩვენი ვარაუდი და მკითხაობა. სასწაული ხომ იმიტომაც არის სასწაული, რომ მას ასე უცებ ვერ ჩავწვდეთ? თუ ერთხელ ან თუნდაც, ორჯერ მოხდა ისეთი ფაქტი, რომ წმინდანების ხატებს სისხლი სდიოდათ და ორჯერ ომი დაიწყო, ეს არ ნიშნავს, რომ მესამედაც, რადგამ ღვთისმშობლის ხატს სისხლი სდის, ასე მოხდება და წელსაც ომი დაიწყება. მეტიც, ათასჯერაც რომ მოხდეს ამგვარი რამ, ეს არ ნიშნავს, რომ ათასმეერთედაც იგივე მოხდება. ეს არის კონკრეტული შემთხვევები და ნუ ვიმკითხავებთ, ნუ ვიტყვით იმას, რომ ქვეყანას რაღაც საფრთხე მოელის.
ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვიმკითხაოთ, სისხლმდინარე ღვთისმშობლის ხატი რას უქადის საქართველოს, საქართველოს მოსახლეობა რამდენად ზნეობრივად, ქრისტიანულად ცხოვრობს, ეს არის მთავარი. თუ ერი ქრისტეს დადგენილი წესით არ ცხოვრობს, აი მაშინ მოგველის უბედურება," - აცხადებს გიგნაძე.
წყარო "ალია"
მასალის გამოყენების პირობები






