პოლიციელებმა 200-მდე მოქალაქე გადაარჩინეს - რა მოხდა ნინოწმინდის რაიონში
საზოგადოება - 11:34, 06 Jan, 2015     7574

ნინოწმინდის რაიონში, საქართველო- სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე სამართალდამცველებმა სამაშველო ჯგუფებთან ერთად დაახლოებით 200 ადამიანი თოვლიდან გამოიყვანეს. ამის შესახებ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი წერს.

„პოლიციელებმა 200- მდე მოქალაქე გადაარჩინეს! ნინოწმინდის რაიონში, საქართველო- სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე დიდთოვლობის და ქარბუქის გამო გზაში ჩარჩენილი ავტომობილების და მოქალაქეების გამოსაყვანად მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყვნენ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ნინოწმინდის და ახალქალაქის რაიონული სამმართველოების თანამშრომლები. სამართალდამცველებმა სამაშველო ჯგუფებთან ერთად დაახლოებით 200 ადამიანი გამოიყვანეს თოვლიდან -მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები და მოხუცები, რომლებიც რაიონში მცხოვრები პოლიციელების სახლებში გადაანაწილეს. ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს უფროსმა, გიორგი კიკალიშვილმა წლის და სამი თვის ბავშვი მშობლებთან ერთად თოვლიდან გამოიყვანა და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა. სამართალდამცველები და სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე აგრძელებენ სამუშაოებს, თოვლში ჩარჩენილი მოქალაქეები გამოჰყავთ და უსაფრთხო ადგილზე გადაჰყავთ. ადგილზე საგზაო დეპარტამენტის მძიმე ტექნიკა მუშაობს , აქტიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები“, - წერს გიორგობიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42