„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ზემო ფონიჭალაში დაზიანებულ ქსელს ახლით ცვლის
საზოგადოება - 21:57, 05 Jan, 2015     1484
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ზემო ფონიჭალაში, N23-ე კორპუსის მიმდებარედ გამავალ წყალსადენის ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, დღეს დილიდან ატარებს. კომპანია წყალსადენის 160 მმ-იან დაზიანებულ ქსელს დღის ბოლომდე მთლიანად ახლით შეცვლის.

აღსანიშნავია, რომ ზემო ფონიჭალაში წყლის მილის დაზიანების თაობაზე შეტყობინება „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცხელ ხაზზე, სამწუხაროდ, დროულად არ შემოსულა. N23-ე კორპუსის მაცხოვრებლებისგან დაზიანების შესახებ ინფორმაცია კომპანიაში მხოლოდ გუშინ, 4 იანვარს, 10:10 საათზე დაფიქსირდა და მას მყისიერი რეაგირება მოჰყვა. დაზიანების ადგილზე კომპანიის სადიაგნოსტიკო ჯგუფი და საავარიო ბრიგადა შეტყობინების შემოსვლიდან 30 წუთში მივიდა.

შექმნილი მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, გამოიკვეთა, რომ დაზიანებული ქსელის ახლით შეცვლა იმდღესვე არ იქნებოდა შესაძლებელი, რადგან სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მხრიდან სპეციალურ მომზადებას საჭიროებს. აღნიშნულის გათვალისწინებით და იმ მიზნით, რომ საღამოს ზემო ფონიჭალის მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება აღედგინათ, კომპანიამ მთელი დღის განმავლობაში, დაზიანების დროებით ლოკალიზებისთვის გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები ჩაატარა, დაზიანებული ქსელის ახლით შევცლა კი მომდევნო დღისთვის, 5 იანვრისთვის დაგეგმა.

დღეს, დილიდან, ზემო ფონიჭალაში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ N23-ე კორპუსის მიმდებარედ გამავალ წყალსადენის ქსელს ახლით ცვლის. სარეაბილიტაციო სამუშაოები ღამის 3 საათზე დასრულდება, რის შემდეგაც, ზემო ფონიჭალის მოსახლეობას წყალმომარაგება ეტაპობრივად აღუდგება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42