"შავ ზღვაზე საქართველო ყველაზე ძლიერი იქნება. შევალთ ნატოში..." - რას წინასწარმეტყველებს კაკულია
საზოგადოება - 19:01, 05 Jan, 2015     26880

ნათელმხილველი ლელა კაკულია საქართველოს უახლოესი მომავლის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს რომ ეს მან 1994 წელს იწინასაწარმეტყველა და ამჟამად ამ წინასწარმეტყველების ასრულების ჯამია მოსული:


"ყველას, ყველას, ყველას გმადლობთ ახალი წლისა და შობის მოლოცვისათვის, სიყვარულისა და კეთილი სურვილებისათვის. უზომოდ მიყვარხართ და გეთაყვანებით, ჩემო ხალხო.
ქართველებო, მაღლა აწიეთ ცრემლიანი თვალები. ვხედავ, უფალი თქვენთანაა და არ მიგატოვებთ.
ცოტაც გაუძელით!
ახლოსაა ჟამი, როცა 1994 წლის 1 აპრილის წინასწარმეტყველება ასრულდება.
აი ისიც:

ხედვაში თეთრი ჯვარია საქართველოს თავზე. დგება წლები სიძლიერისა და გამრავლების! საქართველო ხელშეუხებელი ზონა იქნება. დღევანდელ (1994 წლის) პოლიტიკურ მოღვაწეთაგან არც ერთს არ ვხედავ მთავრობის ხაზით მომავალში. ისინი ერთი ხელის მოსმით ქრებიან თითქოს. `მართლაც საშინელი პერიოდი გადაიტანა საქართველომ!~ ­ ასე ვიტყვით მომავალში.

შავ ზღვაზე საქართველო ყველაზე ძლიერი სახელმწიფო იქნება. შევალთ ნატოში.
იმ დროისთვის რუსეთი ძალიან დასუსტებულია – მუსლიმები დაუპირისპირდებიან. სრულდება, რაც 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე რუსეთზე, ამიტომაც მას საკუთარი თავი აინტერესებს და არა სხვები.
იმას, რასაც ვხედავთ, რომ მოხდება მსოფლიოში, საქართველო მართლაც გადარჩება – გადარჩება განადგურებას.
მომავალში ზოგიერთი ეროვნება წაიშლება, ანუ გაქრება საქართველოში, მაგალითად, აფსუები. ასეთივე წაშლის ფორმა დაემუქრება ჩეჩნეთსაც.
მეცნიერული ხაზით საქართველო ძლიერდება და რუსების მიერ დახშული კარები იღება. ქართული მეცნიერული იდეები გააოცებს მსოფლიოს ისევე, როგორც ჩემი წინასწარმეტყველებები. ჩვენც კი გაგვიკვირდება, თუ რამდენი ნიჭიერი ადამიანი, ფენომენი გვყოლია ყველა დარგში. ეს რეალობაა. ჭადრაკში, მაგალითად, მომავალში საქართველოს განადიდებს წლების განმავლობაში პატარა ნინო.
ფეხბურთში ახალი გუნდი იქმნება ისევ. მოდის ახალი ძალა – მსოფლიოს გააკვირვებენ. ხელოვნებასა და გამოგონებაზე აღარ ვლაპარაკობ.
ზამთრის ოლიმპიადები ბაკურიანში.
შავი ზღვისპირეთი სოხუმიდან ბათუმამდე, ანუ სოჭიდან თურქეთის საზღვრებამდე ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე იქნება, წავა ახალი პროექტებით მუშაობა, მშენებლობა. არქიტექტურულ იდეებს მოგვაწვდიან (ანუ დაამუშავებენ) ამერიკელები, ევროპელები. ყველა ჩაერთვება.
შევიმუშავებთ ჩაის ახალ ტექნოლოგიას, ანუ `კოლხეთის მედეას~. ბალახებს, ანუ ჩაის, რომელსაც სრული მოწონება და აღიარება ელის, თვით ჩინეთი და ინდოეთი შეისყიდიან, რადგან ეს საკვირველი ბალახი იზრდება მხოლოდ კოლხეთში.
ქართველები დაიწყებენ წარსულის, ძველი ისტორიის ამოქექვას, დაინტერესდებიან, რას და როგორ მოქმედებდნენ მეფენი, ანუ როგორი იყო მათი პოლიტიკა, დაიწყებენ წარსულის ეკონომიკის შესწავლას, გაარკვევენ, სად მოდიოდა მდიდარი მარცვლეული, სად რა ხარობდა უკეთესად და ყველაფერს თავის ადგილზე დააწყობენ. სხვა ქვეყნის კაკალი, კარტოფილი, სტაფილო ან ყურძენი არ ხარობს საქართველოს მიწაზე არც ერთ შემთხვევაში!!! ასეთმა შემოტანამ გაანადგურა ძვირფასი ნერგები და მარცვლეულობანი. ამიტომ მოგვაქვს და მოვაშენებთ წარსულის ნერგებს, ვთესავთ ნათესებს და ისევ მოძლიერდება ქართული სოფელი. საქართველოს მიწა ივსება ხვავითა და დოვლათით.
ვაზი – მშვენება ქართველთა და სიმბოლო ქართველი კაცისა, უბრუნდება ქართულ მიწას. მეღვინეობა დიდად განვითარდება და ჩვენი ღვინოები პირველ ადგილსაც დაიკავებენ მსოფლიოში.
მესხეთ-ჯავახეთი იქნება ერთ-ერთი ძლიერი სამიწათმოქმედო ადგილი საქართველოში. აბიბინდება პური, ჭვავი, სელი (სელის ქარხნებსაც ვხედავ), გაიხარებს მრავალი ნარგავი და ნათესი. მესხეთ–ჯავახეთი გულია საქართველოსი მომავალში.
შირაქის ველებზე უზარმაზარ პროგრამას განახორციელებენ და მთელ საქართველოს მოედება გლეხის – ქართველი კაცის ხელი და ვხედავ იმ დროს, როცა საქართველოს არავისი არაფერი არ დაჭირდება (ანუ პროდუქტი).
კავკასიონსა და სხვა მხარესაც ისევ მოეფინება ცხვრის ფარები, თანაც ისეთი რაოდენობით, როგორიც, მგონი, არც ერთ საუკუნეს არ ახსოვს. მეცხოველეობა განსაკუთრებით დასავლეთში, კოლხეთის დაბლობზე იკიდებს ფეხს.
და საიდან ეს ყველაფერი? იქიდან, რომ ყველაფერს სათავეში უდგანან მეცნიერები, მცოდნენი საკუთარი საქმისა. მაგალითად, მინისტრი სოფლის მეურნეობისა მეცნიერია მიწისა და სოფლისა და. ა.შ.
ასეთი `გამომგონებლებისა~ და მეცნიერების წყალობით (განსაკუთრებით, ისტორიკოსებისა, რომლებიც წარსულისა და მომავალი საქართველოს დადებით მხარეებს აერთიანებენ) საქართველო ერთ-ერთი ძლიერი ქვეყანა გახდება მსოფლიოში.

ლელა კაკულია"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42