საპარლამენტო უმრავლსეობის წევრს თინა ხიდაშელს კინოთეატრების კინო-თეატრ „რუსთაველის“ და „ამირანის“ მიმართ შენიშვნები აქვს.
„კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ახალ წელს! ჩემი პირველ პოსტი 2015-ში კი თბილისის კინოთეატრებს.
ვინმე რამეს იტყვის და გეწყინებათ ვიცი, მაგრამ ფილმების ქართულად თარგმნა თუ არ გინდათ, არ შეგიძლიათ, ფულს ზოგავთ და აღარ გავაგრძელებ, ორიგინალის ენაზე მაინც აჩვენეთ, ეს რუსულად ნათარგმნი ფილმები რა უბედურებაა.
რომელ ქვეყანაში გაქვთ ბიზნესი? და რატომ ვიხდი ფულს იმაში რისი ყურებაც არ მინდა, არ შემიძლია, ჩემს შვილებს და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ შვილებს, არ ესმით?
მაგრამ ჩვენთან ხომ ბიზნესი ასეთია, და სად წახვალ რომ? მე შენ გეტყვი კონკურენციაა თუ რა? ესეც პირველი გაბრაზებული პოსტი. კინო რუსთაველი და ამირანი დათაგეთ ვინმემ თუ იცნობთ“, - წერს სოციალურ ქსელში ხიდაშელი.
მასალის გამოყენების პირობები






