„ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს საქართველო“- პატრიარქმა მრევლთან ერთად ილოცა
საზოგადოება - 20:36, 03 Jan, 2015     1976
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის დაბადების დღესთან დაკავშირებით, საპატრიარქოში მოქალაქეების მიღება გაიმართა. ხალხის სიმრავლის გამო მოქალაქეთა მიღება საპატრიარქის ეზოში გაგრძელდა.

მოქალაქეთა მიღებას სასულიერო პირები, ჩოხოსნები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები დაესწრნენ.

როგორც ჟურნალისტებს პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა, პატრიარქის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოქალაქების მიღება პატრიარქის ტრადიციაა, რომელსაც არ არღვევს.

„შეიძლება, პატრიარქი მთელი დღე მოქალაქეებს იღებდეს. ის ამ ტრადიციას არ არღვევს, რადგან ხედავს, რომ მოქალაქეებს პატრიარქთან შეხვედრის დიდი სურვილი აქვთ“, - განაცხადა მამა მიქაელბოტკოველმა.

პატრიარქმა მოქალაქეები დალოცა და ღვთისმშობლის ლოცვა საპატრიარქოს ეზოში შეკრებილ მოქალეებთან ერთან სამჯერ წარმოთქვა.

„ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს საქართველო“, - მიმართა უწმინდესმა მოქალაქეებს.

მოქალაქეთა მიღებაზე საგალობლები შესრულდა.

საპატრიარქოში დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას მომღერლები, მხატვრები, ექიმები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები დაესწრნენ. მათ პატრიარქს დაბადების დღე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. ამასთან, ღონისძიებაზე საშობაო სიმღერები და სხვადასხვა კომპოზიციები შესრულდა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42